“ტრინიტი კოლეჯი”
“ტრინიტი კოლეჯი” - წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და სახელგანთქმულ კოლეჯს,იმ 31 კოლეჯიდან,რომელიც საყოველთაოდ ცნობილი “ცოდნის ტაძარს” – კემბრიჯის უნივერსიტეტს ეკუთვნის.აღნიშნულ კოლეჯში,სტუდენტთა რაოდენობა,აღემატება სხვა დანარჩენი კემბრიჯისა და ოქსფორდის კოლეჯების სტუდენტთა რაოდენობას,გარდა ჰომერტონის კოლეჯისა,რომელიც ასევე კემბრიჯის უნივერსიტეტს მიეკუთვნება.”ტრინიტი კოლეჯს” საკმაოდ მაღალი რეპუტაცია აქვს და მისი კურსდამთავრებული არიან ინგლისის სამეფო ოჯახის ისეთი წევრები,როგორებიც იყვნენ – მეფე ედვარდ VII,მეფე ჯორჯ VI,გლოსტერის ჰერცოგი ჰენრი,უელსის პრინცი ჩარლზი და სხვები.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “ტრინიტი კოლეჯი” ცნობილია თავისი,საკმაოდ ძლიერი აკადემიური ტრადიციებით.მის 31-ეტ თანამშრომელს მინიჭებული აქვს,სხვადასხვა პერიოდებში “ნობელის პრემია”.ხოლო საერთო ჯამში,როგორც თანამშრომლებიდან,ასევე კურსდამთავრებულებიდან 83 პიროვნება იქნა დაჯილდოვებული “ნობელის პრემიით”.კოლეჯის კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ ისეთი დიდი გენიოსები,როგორებიც გახლდნენ – ისააკ ნიუტონი,ფრენსის ბეკონი,ლორდ ბაირონი,ბერტრან რასელი,ვლადიმერ ნაბოკოვი და სხვები.
“ტრინიტი კოლეჯი” დაარსებულ იქნა 1546 წელს,ინგლისის მეორე ტიუდორი მეფის ჰენრი VIII-ეს ინიციატივით,მაშინ როდესაც ორი კოლეჯი – მაიკლჰაუსისა და სტენტონის კოლეჯები შეერწყნენ ერთმანეთს.ჰენრი VIII,იმ პერიოდისათვის ახდენდა სამონასტრო მიწებისა და ეკლესიის მიწების “სეკულარიზაციას”. (ავტორი გენია.ჯი) ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები,იმთავითვე საკმაოდ მდიდარ და დიდი მიწების მფლობელ უმაღლეს სასწავლებლებს წარმოადგენდა,რის გამოც ისინიც მეფის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.ინგლისის პარლამენტმა,მეფის ბრძანების საფუძველზე მიიღო კანონი,რომლის თანახმადაც სახელმწიფოს შეეძლო ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ქონების კონფისკაცია ისევე,როგორც ნებისმიერი საეკლესიო თუ სამონასტრო მიწებისა.რასაც მოჰყვა კიდეც ორი კოლეჯის გაერთიანება და მათი ერთ სივრცეში მოხვედრა.კემბრიჯის უნივერსიტეტმა,განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა დაიჭირა ჰენრი VIII-ეს,რიგით მეექვსე ცოლთან – ეკატერინე პართან.მანვე დაარწმუნა მეფე,რომ ორივე კოლეჯი კი არ დაეხურა,არამედ გაეერთიანებინა ისინი ერთ სივრცეში.სწორედ ამ მოვლენების შემდგომ,ზემოთ აღნიშნული ორი კოლეჯისა და სხვა ძველი პანსიონების გაერთიანებით,ჩამოყალიბდა ახალი სასწავლებელი,სახელწოდებით – “ტრინიტი კოლეჯი”.
კოლეჯის მფლობელობაში შემავალი სხვადასხვა ნეგებობები XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება.კოლეჯის გაფართოვებისა და მისი ინვენტარიზაციის სრულყოფილებისათვის უდიდესი წვლილი გასწია 1593 წელს დანიშნულმა კოლეჯის ხელმძღვანელმა – ტომას ნევილმა.მისივე ძალისხმევით აიგო რამდენიმე ნაგებობა,რომლის არქიტექტორადაც მოწვეულ იქნა,იმ პერიოდისათვის საყოველთაოდ ცნობილი ინგლისელი არქიტექტორი და მათემატიკოსი – ქრისტოფერ რენი.მისივე არქიტექტურული გეგმით იქნა აგებული “ტრინიტი კოლეჯი”-ს დიდებული ბიბლიოთეკა.
აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნული კოლეჯის “სიმდიდრეზე” უამრავი ლეგენდა დადიოდა და დადის დღესაც.იგი მიჩნეულია ერთ-ერთ უმდიდრეს მიწათმფლობელ უმაღლეს სასწავლებლად.ცნობილია ისიც,რომ იგი დიდი ბრიტანეთის სხვა კოლეჯებთან შეფარდებით,სიმდიდრით მეოთხე ადგილზე იმყოფება.მხოლოდ,კოლეჯის მიერ იჯარით გაცემული მიწებიდან შემოსავალი,წელიწადში 20 მილიონ გირვანქა-სტერლინგს აღემატება. (ავტორი გენია.ჯი)
“ტრინიტი კოლეჯში” ლექციებს ატარებდნენ და ატარებენ ბრწყინვალე ლექტორ-მასწავლელბლები.მათ შორის – ჯემიზ ჯურინი,ჯეიმზ ჩეპლინსი და სხვები.დღესდღეობით “ტრინიტი კოლეჯი” წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჯულ კოლეჯს მთელს დიდ ბტიტანეთში და იქ განათლების მიღება ნებისმიერი ადამიანისათვის დიდ პატივს წარმოადგენს.