ტერნეს გორდონ (ტერი) სავჩუკი
ტერნეს გორდონ (ტერი) სავჩუკი – დაიბადა 1929 წლის 28 დეკემბერს კანადაში მდებარე მანიტობას პრივინციის ქალაქ ვინიპეგში.იგი წარმოადგენდა უკრაინული წარმომავლობის მქონე ლეგენდად ქცეულ კანადელ ჰოკეისტს და NHL-ის არსებობის ისტორიაში (ნაციონალური ჰოკეის ლიგა) საუკეთესო ჰოკეისტს,ამპლუით მეკარეს.გარდა იმისა,რომ იგი გამოირჩეოდა საოცრად სწრაფი რეაქციითა და ფანტასტიური სისწრაფით,ასევე ისტორიაში თავი დაიმკვიდრა,როგორც ერთადერთმა ჰოკეისტმა მეკარემ,რომელიც 1962 წლამდე არც ერთ თამაშში არ გამოიყენა სპეციალურად სახის დამცავი ნიღაბი. (ავტორი გენია.ჯი) მან მხოლოდ 1962 წლიდან დაიწყო დამცავი ნიღბის გამოყენება,მას შემდეგ,რაც უკვე სახეზე ათეულობით აირა ჰქონდა მიღებული ჰოკეის სათამაშო დისკისაგან (შაიბისაგან).სწორედ ზემოაღნიშნულ წელს მოხვდა საშინელი ძალით,კანადური ჰოკეის ლეგენდის – რობერტ მარვინ ჰალის მიერ გამოსროლილი შაიბა თავში,რამაც იგი იძულებული გახადა,დარჩენილ მატჩებში სპეციალური სახის დამცავი ნიღაბი ეტარებინა.თავისი უნიკალური კარიერის მანძილზე ითამაშა ისეთ კლუბებში,როგორებიც გახლავთ – დეტროიტ რენდ უიგზი (1949-1955 წლები; 1957-1964 წლები და 1968-1969 წლები); ბოსტონ ბრიუინზი (1955-1957 წლები); ტორონტო მეიპლ ივზი (1964-1967 წლები); ლოს ანჯელეს კინგზი (1967-1968 წლები); ნიუ-იორკ რეინჯერსი (1969-1970 წლები).
ტერნეს გორდონ (ტერი) სავჩუკი “სტენლიზს თასს” დაეუფლა 1952, 1954, 1955 და 1967 წლებში.აღნიშნული თასის ფინალისტი გახლდათ – 1957, 1961, 1963, და 1964 წლებში.”კოლდერ ტროფის” გადაეცა 1951 წელს. “ვეზინა ტროფი” (საუკეთესო მეკარის პრიზი) კი მიენიჭა 1952, 1953, 1955 და 1965 წლებში.
1951-1953 წლებში ირიცხებოდა NHL-ის ვარსკვლავების პირველ შემადგენლობაში,ხოლო 1959, 1963 წლებში NHL-ის ვარსკვლავების მეორე შემადგენლობაში.საერთო ჯამში ჩაატარა 1034 მატჩი,რომელთაგან 447 გამარჯვებით დაასრულა,ხოლო 172 ფრედ. 447 გამარჯვებიდან საკუთარი გუნდის კარი სარეკორდო რაოდენობით – 103-ჯერ შეინახა მშრალად. (ავტორი გენია.ჯი) მისი აღნიშნული რეკორდი,მხოლოდ 39 წლის შემდეგ იქნა დაძლეული დიდი კანადელი მეკარის – მარტინ პიერ ბრიოდერის მიერ.
ტერნეს გორდონ (ტერი) სავჩუკი,რომელიც NHL-ის ისტორიაში საუკეთესო მეკარედ არის მიჩნეული დღემდე,გარდაიცვალა 1970 წლის 31 მაისს ნიუ-იორკში,მას შემდეგ,რაც თანაგუნდელთან – რონი სტიუარტთან მოუვიდა ხელჩართული ჩხუბი. (ავტორი გენია.ჯი)