ჩინეთის იმპერატორთა “ხარჭების” კლასიფიკაცია…
ჩინეთის იმპერატორებისათვის,სხვადასხვა ეპოქებში – “ხარჭებს” საიმპერატორო კარზე არსებული სპეციალურად მოწვეული საბჭოები არჩევდა.მრავალ ულამაზეს ქალს შორის,აღნიშნულ საბჭოს მეორე ტურში გადაჰყავდა წარდგენილთგან საუკეთესო სილამაზის მქონე გოგონები.თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო რომ,მეორე ტურში გადამსვლელ კანდიდატებს,არა მარტო მშვენიერი გარეგნობა,არამედ კარგი განათლება და გონიერებაც უნდა ჰქონოდათ. (ავტორი გენია.ჯი) მეორე ტურში სწორედ ამ მახასიათებლების მქონე გოგონებს წარუდგენდა საბჭო ჩინეთის იმპერატორს.არჩევანს მათგან,რაღა თქმა უნდა თავად იმპერატორი აკეთებდა.სულ ჩინეთის იმპერატორის კარზე,”ხარჭების” ხუთი კლასი (რანგი) არსებობდა:
1 კლასი – “ხუანგუიფეი”;
2 კლასი – “გუიფეი”;
3 კლასი – “ფეი”;
4 კლასი – “ბინი”;
5 კლასი – “გუიჟენი”.
როგორც ვხედავთ,ყველაზე დაბალ კლასს – “გუიჟენები” წარმოადგენდნენ.იმპერატორს შესაძლოა 100 ასეთი დაბალი კლასის წარმომადგენელიც კი ჰყოლოდა ხარჭად,თუმცა მონარქებს უფლება არ ეძლეოდათ ერთი – ხუანგუიფეის მეტი ჰყოლოდათ.აღსანიშნავია,რომ ხარჭებს შორის საკმაოდ დიდი კონკურენცია მიმდინარეობდა იმპერატორის გულის დასაუფლებლად და ისინი ამისათვის ყველა მეთოდს მიმართავდნენ.ამის უმთავრესი მიზეზი გახლდათ ის რომ,პირველი და მეორე კლასის ხარჭებს უფლება ენიჭებოდათ იმპერატორთან არა მარტო ინტიმური ურთიერთობისა,არამედ მათგან მემკვიდრის დაბადებისაც.სწორედ ამიტომ იყო რომ ყველა ხარჭა (მათ შორის უმდაბლესი კლასებისაც) ცდილობდა მაღალი კლასისათვის მიეღწიათ.თუკი ისინი ტახტის მომავალ საჭეთმპყრობელს გააჩენდნენ,გარანტირებული ჰქონდათ იმპერიაში რანგით (გავლენით) მეორე ან მესამე საფეხურამდე აღზევება.ისტორიული ფაქტია,რომ ჩინეთის დიდი დედოფალი – ცისი (1836-1908 წლები),თავის დროზე იმპერატორ – იჩჟუს ხარჭას წარმოადგენდა.თავდაპირველად მას მე-4 ანუ “ბინის” კლასი ჰქონდა მინიჭებული,თუმცა სულ რაღაც ოთხ წელიწადში,თავისი ცბიერებით,ინტრიგებით,გონიერებითა და მიზანსწრაფულობით მეორე (გუიფეის) კლასამდე ამაღლება შესძლო,რის შემდეგაც მიეცა უფლება იმპერატორისათვის შვილი გაეჩინა.სწორედ ასე მოევლინა ქვეყანას ჩინეთის იმპერატორი – ტუნჟი. (ავტორი გენია.ჯი)