გაბრიელ ქიქოძის ქადაგებიდან…
“…ეცადე ძმაო,ვინაითგან წმინდამან ეკლესიამან გიყო ისრეთი სიკეთე,რომ გაგხადა იესო ქრისტეს რტოდ,ეცადე რაიმე ნაყოფი გქონდეს,რათა ყოველთვის ეგო ვენახსა ზედა.თვით საქმით აღასრულე მცნება უფლისა შენისა.შეიძინე სარწმუნოება,სასოება,სიყვარული,მოთმინება,სიმდაბლე,სიმართლე.შენ ხარ ერთი სოფლის კაცი; მაშასადამე,შენი ნაყოფი,შენი სათნოება ის არის,როდესაც შენ ხარ შრომისა,ანუ მუშაობის მოყვარე,მღვიძარე,ფრთხილი,ვინაითგან შენ შენი ხელით უნდა შეინახო შენი თავი და ოჯახი.
ჭეშმარიტი ქრისტიანი ის არის,ვისაც გაგებული აქვს,რომ გარეშე რწმენისა არ შეიძლება წარმატება საქმეში.როცა გინდა მცირე საქმე დაიწყო შენ ძმაო,თუ არ გწამს,რომ კარგად გაათავებ იმ საქმეს,დაღონდები და ვერ შეასრულებ.
როცა კი არის დედამიწისა ზედა დიდი და შესანიშნავი,რაც კაცობრიობამ ჰქმნა საქმეები აღმატებული სიტყვით,ანუ საქმით,ყოველივე ეს არის აღსრულებული სარწმუნოების შეგონებით,შემწეობით და ძალით.ესე არს სარწმუნოება მოციქულთა,ესე არს სარწმუნოება მამათა,ამან სარწმუნოებამან სოფელი დაამყარა”. (ავტორი გენია.ჯი)