იცით თუ არა,რომ

1. მეცნიერთა დასკვნების თანახმად,დრომ და ეროზიამ დინოზავრის ნაშთების 99% გადაშალა.

2.  ფიდელ კასტროს ქალიშვილი – ალინა,1993 წელს კუბიდან ამერიკაში გაიქცა.

3. კანადამ 1982 წელს,ოფიციალურად მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან.

4. ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პირველი პრეზიდენტის - ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღე (22 თებერვალი),”ოფიციალური სახალხო დღესასწაულია” ამერიკაში. (ავტორი გენია.ჯი)

5. მეცნიერთა ვარაუდით,დედამიწაზე დღესდღეობით ყვავილის 250 000-მდე სახეობა არის გავრცელებული.

6. ინგლისის მეფის ჰენრიხ VIII-ეს რიგით მეორე ცოლს – ანა ბოლეინს,მარჯვენა ხელზე ექვსი თითი ჰქონდა.ამ დეფექტის დასაფარავად იგი თავდაპირველად ხელთათმანებს ატარებდა,თუმცა მოგვიანებით მოდად შემოიღო გრძელი სახელურების მქონე ტანისამოსის ტარება.

7. ეგვიპტის ერთადერთი ფარაონი,რომელსაც ხალხმა “დიდი” უწოდა – რამსეს II (ძვ.წ.აღ-ით 1302-1213 წლები) გახლდათ.

8. პირველი სახელმწიფო მსოფლიოში,სადაც ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება დართეს 1890 წელს - ახალი ზელანდია გახლდათ.

9. 1760 წელს,ჩინელ ლიე იაო-ბანის თავი მოჰკვეთეს მხოლოდ იმის გამო,რომ მან უცხოელს ჩინური ენა შეასწავლა.იმ პერიოდისათვის ჩინეთში ეს საშინელ დანაშაულად ითვლებოდა. (ავტორი გენია.ჯი)

10. გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი დაასაფლავეს სამარეში,რომელიც სხვისთვის იყო გათხრილი.