“დამაკვირდი”

1. „როდესაც შევიცნობ შენს სულს, მაშინ დავხატავ შენს თვალებს”. – ამედეო მოდილიანი

* * *

2. „შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ”. – ილია ჭავჭავაძე

* * *

3. „მტერი ყოველთვის იქ არის, სადაც არავინ არ არის”. – შექსპირი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

4. „მარტოობა აძლიერებს გრძნობას იმისა, რომ ქვეყნად არავის სჭირდები”. – კენ კიზი

* * *

5. „ყველა მანდილოსანი არ აგვიანებს პაემანზე, ზოგიერთი საერთოდ არ მიდის”. – ანდრე ბერი

* * *

6. „ჩვენზე ცუდს ფიქრობენ ისინი, ვინც ჩვენზე მეტად ცუდები არიან, ხოლო ვინც ჩვენზე უკეთესია, ის ჩვენზე საერთოდ არ ფიქრობს”. – ომარ ხაიამი

* * *

7. „უმუსიკოდ ცხოვრება კაცობრიობის უდიდესი შეცდომა იქნებოდა”. – ფრიდრიხ ნიცშე

* * *

8. „ჩვენს ცხოვრებაში მთავარი არ არის ის მდგომარეობა, თუ სად ვიმყოფებით – მთავარია ის, თუ საით მივემართებით”. – არტურ ჰოლმზი

* * *

9. „ბედნიერების მაძებარი ადამიანი ჰგავს იმ მთვრალს, რომელიც სახლს ვერ აგნებს, თუმცა კი იცის რომ, მას სახლი აქვს”. – ვოლტერი

* * *

10. „უკეთურია ადამიანი, რომელიც მისდევს თავის მიდრეკილებებს და ივიწყებს თავის მოვალეობებს”. – სენეკა – (ავტორი გენია.ჯი)