“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. ყველაზე ტრაგიკული სიყვარული არის არა ის, როდესაც იგი ცალმხრივია, არამედ ის, როცა ერთმანეთი უყვართ და ერთად ყოფნა მაინც არასოდეს უწერიათ.
2. შეუძლებელია მეორედ დაიწვეს ის,რაც უკვე ერთხელ დაიწვა. (ავტორი გენია.ჯი)
3. თუ არაფერი გაგაჩნია,სინდისი მაინც უნდა გაგაჩნდეს.
4. ის კი არ მაღელვებს რომ ბაბუა გავხდი,არამედ ის რომ,ცოლად ბებია მყავს.
5. თუკი ღმერთს ემსახურები მარადიული ნეტარებისთვის,მაშინ უფალს კი არა,საკუთარ თავს ემსახურები.
6. მოინანიე ცოდვა,სადაც არ უნდა იყო.
7. მოხუცებულობაში ტირილს – ბავშვობაში ტირილი სჯობს.
8. ხარბ და შურიან თვალს მხოლოდ მიწა აძღებს.
9. ამქვეყნად ყველაზე დიდი სისულელე,ვისიმე ჰუმანურობის იმედად ყოფნაა. (ავტორი გენია.ჯი)
10. თუ გინდათ იქორწინოთ ლამაზ,მდიდარ და ჭკვიან ქალზე,გაითვალისწინეთ,რომ სამცოლიანობას კანონი არ ითვალისწინებს. (ავტორი გენია.ჯი)