The Musalman – “ერთადერთი ხელნაწერი გაზეთი”
The Musalman (მუსალმანი) – წარმოადგენს ურდუს ენაზე გამომავალ ერთ-ერთ უძველეს ყოველკვირეულ გაზეთს,რომელიც გამოიცემა 1927 წლიდან ინდოეთის ქალაქ ჩენაიში.აღნიშნული გაზეთის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში რომ,იგი კალიგრაფების მიერ სრულად ხელით იწერება,რის შემდეგაც ვრცელდება ბეჭდვითი პრესის სახით.როგორც ყოველკვირეული ამერიკული ჟურნალი – Wired და The Times of India ირწმუნებიან,აღნიშნული გაზეთი ერთადერთი გაზეთია მსოფლიოში,რომელიც კალიგრაფების მიერ დღემდე ხელით იწერება,რაც დამეთანხმებით რომ,ძალიან დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს.როგორც ზემოთ ავღნიშნე,იგი დაარსებულ იქნა 1927 წელს – სედ აზმატუპლოისა და ინდოეთის ნაციონალური კონგრესის ყოფილი წევრის – მუხტარ ანსარის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) ოფისები გააჩნია ქალაქ ჩენაისა და ტრიპლიკანეში.მას შემდეგ,რაც აზმატუპლოი გარდაიცვალა,რედაქტორი გახდა – სედ ფაზულა,რომელიც 2008 წლის 25 აპრილს დაიღუპა,78 წლის ასაკში.მანამდე კი,2007 წელს იგი შიშობდა რომ,მისი სიკვდილის შემდეგ უკანასკნელი კალიგრაფიული გაზეთი ფუნქციონირებას შეწყვეტდა,რადგან გაზეთის მიმართ სედის შვილები არანაირ ინტერესს არ იჩენდნენ.აკი განაცხადა კიდეც ფაზულას ვაჟმა – სედ ნასარულამ,რომ იგი დაინტერესებული არ იყო ხელით ნაწერი გაზეთის წარმოებით და მოუწევდა რიგი ცვლილებების განხორციელება. The Musalman-ის შემდეგი რედაქტორი ფაიზულას ვაჟი – სედ არიფულა გახდა,რომელმაც მამის ტრადიციებს არ უღალატა და გაზეთი კვლავაც ხელით გააგრძელა.სულ სარედაქციო კოლეგიაში 6 ადამიანი მუშაობს,რომელთაგან 4 კალიგრაფის ფუნქციას ასრულებს.მათ “კაბიტებად” მოიხსენიებენ.ისინი ერთ ოთახში მუშაობენ და სწორედ აღნიშნული ოთახი ითავსებს ოფისის ფუნქციასაც.ხელით ნაწერ ორიგინალს უტარდება ნეგატივი და ამის შემდეგ ეშვება ბეჭდურ პრესაში. 2011 წლიდან,გაზეთს რედაქტორობს რახმან ხუსეინი,რომელიც იქ 1980 წლიდან მთავარი ბუღალტერის მოვალეობას ასრულებდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,მას შემდეგ რაც მთავარი “კაბიტი” გარდაიცვალა,მან შეითავსა მისი ფუნქციები.ხელფასის სახით 2 500 ინდურ რუპიას იღებს ყოველდრიურად,ხოლო დამატებით 60 რუპიას კი თითოეული გაზეთის ერთი გვერდის დაწერისას.”მუსალმანის” მთავარი კორესპონდენტი,უკვე 20 წელიწადია ჩინასვამი ბალასუბრამანიამია.გარდა ამისა გაზეთს კორესპონდენტები ჰყავს ინდოეთის სხვადასხვა ქალაქებში – ნიუ-დელიში,კალკუტაში,ჰაიდარაბადში და სხვა.აღსანიშნავია,რომ გაზეთის ოფისში ხშირად იწვევენ ცნობილ ინდოელ პოეტებს,რელიგიურ ლიდერებს,ინტელექტუალებსა და არიტოკრატიული წარმომავლობის მქონე,მაღალი სოციალური ფენის ადამიანებს,რომლებიც საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებენ გაზეთის ფურცლებზე. The Musalman ოთხი ფურცლისგან შედგება.პირველი გვერდი დაკავებული აქვს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საინფორმაციო სიახლეებს.მეორე მესამე ფურცლები ადგილობრივი (ქვეყანაში) მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებს,ხოლო მეოთხე ფურცელი კი მიძღვნილია სპორტულ ინფორმაციებზე.გაზეთის ერთ გვერდზე სპეციალურად არის დატოვებული ცარიელი ადგილი,რათა მოულოდნელად შესული უახლესი ინფორმაცია ჩაწერონ.აღსანიშნავია რომ,თანამედროვე სამყაროში ამ უნიკალური მეთოდით შექმნილ გაზეთს მუდმივი 22 000 ხელმომწერი ჰყავს. (ავტორი გენია.ჯი)