“ილიას სიტყვა” – გაბრიელ ქიქოძის დაკრძალვაზედ…

“…მე რომ მისნი მადლით სავსე საქმენი და სიტყვანი მაგონდებიან,თვალწინ წარმომიდგება ხოლმე შარავანდედით მოსილი ახლად დაბადებული გაბრიელი და მგონია,რომ თავს წარმოსდგომია ახლადშობილს ყრმას ფრთებგაშლილი მთავარანაგელოზი,სიყვარულით დასცქერის და ლოცვა-კურთხევით ეუბნება ამ ბრძენთაგან თქმულს: – პატარავ,როცა პირველად მოსდიხარ ქვეყანაში,შენ სტირი და შენს გარშემო-კი ყოველს სიხარულის ღიმილი მოსდის; ჰქმენ ისე,რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე,ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ – კი ღიმილი მოგდიოდეს… და აჰა.ჰქმნა ისე,რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდა საუკუნოდ,ყველანი მის გარშემო სტირიან.

დიდება სახელსა მისსა! თუ დიდება სანატრელია,აჰა ისწავეთ გზანი დიდების შოვნისანი”. (ავტორი გენია.ჯი)