უინსტონ ჩერჩილი – “ეპიზოდი”

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,ლონდონში მდებარე მაღაზია “დანჰილის” სპეციალურ საცავში ინახებოდა დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილისათვის განკუთვნილი – სიგარები.გერმანული ავიაციის მიერ ლონდონის ერთ-ერთი დაბომბვისას,ბომბი სწორედ აღნიშნულ მაღაზიას დაეცა.იმავე დილით (დაბომბვის შემდეგ),მაღაზია “დანჰილის” მეპატრონე,კვამლში გახვეულ ნანგრევებში დიდხანს დაეძებდა გულმოდგინედ რაღაცას.ხანგრძლივი ძებნის შემდეგ,გახარებულმა უახლოეს სატელეფონო სადგურს მიაშურა,ტელეფონზე დარეკა და უინსტონ ჩერჩილს მოახსენა: “სერ თქვენი სიგარები აბსოლუტურად უვნებელად გადარჩა!” (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ცნობილია რომ – უინსტონ ჩერჩილი ოცი წლის ასაკიდან ეწეოდა სიგარას.მას შემდეგ კი უინსტონს სიგარის გარეშე ერთი დღეც არ გაუტარებია.

***

ინგლისის პარლამენტში ერთ-ერთი გამოსვლისას,უინსტონ ჩერჩილმა მის მიერ წარმოთქმული ყოველი წინადადება მრავალი ციფრებით ისე გაამყარა,რომ ტექსტში არც კი ჩაუხედავს.შესანიშნავი გამოსვლით აღფრთოვანებულმა მეგობარმა უინსტონს ჰკითხა:

- როგორ მოახერხე ამდენი მონაცემების შეკრება? ამას ხომ არანაკლებ ნახევარი წელიწადი მაინც დაჭირდებოდა?

ჩერჩილმა მეგობარს გაუღიმა და უპასუხა:

- სწორედ მაგდენი დრო დაჭირდება ჩემს მოწინააღმდეგეებს,რათა დაამტკიცონ ჩემს მიერ ტექსტში გამოყენებული უამრავი ციფრების უზუსტობა. (ავტორი გენია.ჯი)