ვანესა სკაი ელისი – “ცნობილი სახეების ფოტოების დიდი კოლექციონერი”
ნიუ-იორკში მაცხოვრებელი ამერიკელი გოგონა - ვანესა სკაი ელისი,უკვე წლებია,ყოველი დღის საშუალოდ 12 საათს ხარჯავს იმისათვის რომ,ფოტოები გადაიღოს საყოველთაოდ ცნობილ ადამიანებთან.მათ შორის მუსიკოსებთან,მსახიობებთან,სპორტსმენებთან,შოუმენებთან და სხვა.მას უკვე თავის უნიკალურ არქივში (კოლექციაში) 10 000 ასეთი სახის ფოტო გააჩნია.აღსანიშნავია რომ,ვანესას აღნიშნული გატაცება დედისაგან შთამომავლობით თან დაჰყვა.
” – მთელი 12 საათის განმავლობაში ვუცდი ცნობილ ადამიანებს სასტუმროებთან.თუმცა არაფერია იმაზე კარგი გრძნობა,რომელსაც განიცდი მათი დანახვისას.მე ვგრძნობ რომ,აუცილებლად უნდა გავაგრძელო კოლექციის შეგროვება ცნობილი ადამიანების ფოტოებისა,ისევე,როგოც ამას დედაჩემი აკეთებდა.მე დღითი დღე ვრწმუნდები იმაში რომ,ეს გატაცება ყველაზე დიდ რეალურ სიამოვნებას მანიჭებს”, – ამბობს ვანესა. (ავტორი გენია.ჯი)
ელისი სხვადასხვა წყაროებიდან იღებს მონაცემებს,თუ სად,რომელ სასტუმროში დაბინავდა ესა თუ ის ცნობილი ადამიანი,რის შემდეგაც მიდის დანიშნულების ადგილზე და დიდი მოთმინებით ელოდება მათ გამოჩენას.გარდა ამისა,ვანესა დიდ დროს ატარებს ბროდვეის თეატრთან და ტელესტუდიებთან.იგი ამბობს:
- ცნობილი სახეები ყველგან არიან – მათ ვხვდები ქუჩებში,სადგურებში და სხვა ისეთ ადგილებშიც კი,სადაც არ ელოდები.ამიტომ აუცილებელია რომ -კარგად გაახილო თვალები,რადგან არ იცი თუ სად გადაეყრები მათ.
თავისი უნიკალური არქივიდან ელისი გამოჰყოფს ჯონი დეპთან ერთად გადაღებულ ფოტოს,რადგან მას იგი ყველაზე ლამაზ მამაკაცად მიიჩნევს.როგორც თავად ამბობს,თავის თაყვანისმცემლების მიმართ ყველაზე დიდ ყურადრებას ლედი გაგა იჩენს.ხოლო ყველაზე ცუდს – ბრიუს უილისი.ვანესა სკაი ელისი დღემდე აქტიურად არის დაკავებული ცნობილ სახეებთან სურათების გადაღებით და მას ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციაც გააჩნია საყოველთაოდ ცნობილი ადამიანებისა. (ავტორი გენია.ჯი)
ვანესა კეი ელისის კოლექციის მცირე ნაწილი