ალექსანდრე მაკედონელის “დაკრძალვის ცერემონია”
ალექსანდრე,ვაჟი ფილიპესი და ოლიმპიადასი,რომელიც ამტკიცებდა,რომ ზევსის შვილი იყო,ბაბილონში მკვდარი იწვა.იმ დროს,როდესაც მისი მიმდევრები ტახტის მემკვიდრეობაზე კამათობდნენ,იგი იწვა და დასაფლავებას ელოდა,რისი იმედიც მათხოვრებსაც აქვთ.ასე დაუწესებია ბუნებას: მკვდარი უნდა დაიმარხოს.თუმცა იგი ოცდაათი დღის დღის განმავლობაში არ დაუკრძალავთ.სანამ არისტანდროს ტელმესელი (ღვთაებრივი შთაგონებით იყო ეს თუ სხვა მიზეზით) არ შევიდა მაკედონელთა საკრებულოში და არ თქვა,რომ ისტორიაში არსებულ ყველა მეფეთაგან ალექსანდრე ყველაზე ბედნიერია სიცოცხლითაც და სიკვდილითაც.ღმერთებმა უთხრეს მას,რომ მიწა,რომელიც მიიღებს მის სხეულს – მისი სულის სავანედ ყოფილს – ბედნიერი და გამარჯვებული იქნება. (ავტორი გენია.ჯი)
არიდეოსმა,რომელსაც დავალებული ჰქონდა ალექსანდრეს ცხედრის სახლში გაგზავნა,დაამთავრა იმ ეტლზე მუშაობა,რომლითაც მეფის ნეშტი უნდა გაემგზავრებინათ.კატაფალკი ალექსანდრეს დიდების შესაფერისი იყო და ღირებულებით ყველა სხვა დამკრძალავ ეკიპაჟს აღემატებოდა.მასზე მრავალი ტალანტი დაიხარჯა და ყველა გაოცებული იყო.ჯერ ჭედური ოქროს კუბო დაამზადეს,ცხედარს ძვირფასი ნელსაცხებლები შემოუწყვეს,რომლებიც ხრწნის პროცესს აფერხებდა.კუბოს ოქროს ქსოვილი გადააფარეს.ზევიდან გადაჰხურეს ოქრომკერდით ნაქარგი უბრწყინვალესი მეწამული მოსასხამი.გვერდით იარაღი მიუწყვეს,რომლის სილამაზე და ღირსება ალექსანდრეს მიღწევებს ჰარმონიულად ეთანხმებოდა.მოამზადეს გადახურული ეტლი,რომლითაც უნდა წაეღოთ კუბო განსვენებულის ნეშტით.ეტლზე თაღი შეკრეს: სიგრძით თორმეტი და სიგანით რვა კუბიტი (ძველრომაული სიგრძის ერთეული,რომელიც შეესაბამება დაახლოებით 0,5 მეტრს).ეს თაღი ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ოქროს ფირფიტებით დაეფარათ.სახურავს ქვედა მხრიდან,მთელ პერიმეტრზე,ირმის თავების ბარელიეფებით მორთული ოქროს რგოლები მიემაგრებინათ,რომლებშიც ფერადი გირლანდა ჩაეხვიათ. (ავტორი გენია.ჯი) გირლანდა ზარებჩამოკიდებული ფოჩებით ბოლოვდებოდა.ამ ზარების წკრიალი შორს ისმოდა.თაღის ყველა კუთხეში ნიკეს თითო ოქროს ქანდაკება იდგა ნადავლით ხელში.თაღი ოქროს კოლონადას ეყრდნობოდა,რომელიც იონური სვეტისთავებით ბოლოვდებოდა.კოლონადას შიგნითა მხრიდან მოოქროული ბადე მიუყვებოდა.ბადე თითის სისქე თასმებით მოექსოვათ და მასზე ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული სურათი მიემაგრებინათ.ყველა სურათი კი კოლონადის სიმაღლისა იყო.
ერთ სურათზე ბარელიეფებით მორთული ეტლი იყო გამოსახული,ეტლში კი ალექსაბდრე იჯდა ბრწყინვალე სკიპტრით ხელში.ეტლს გარშემო მაკედონიური და სპარსული კოჰორტები ეხვია – მცველები და ჯარისკაცები საომარი აღჭურვილობით; მეორე სურათზე საომარი სპილოები ეხატა,წინ – ინდოელი მეხრეები,უკან კი – შეიარაღებული მაკედონელები; მესამე სურათი სამხედრო მწყობრში ჩამდგარ კავალერიას გამოხატავდა; მეოთხე სურათზე საზღვაო ბრძოლისათვის მზადყოფი გემები გამოესახათ.ეტლში შესასვლელს ოქროს ლომები იცავდნენ.სვეტებს ოქროს აკანთო მიუყვებოდა კაპიტელისკენ.ეტლის სახურავის შუაგულში წითელი დროშა ფრიალებდა,რომელზედაც მზის სხივებში კაშკაშებდა და შორიდან ისე ჩანდა,თითქოს ელვა ანათებდა არემარეს.
ეტლის კორპუსი ორ ღერძს ეყრდნობოდა.ღერზებზე ოთხი სპარსული ბორბალი დაემაგრებინათ.ბორბლის შიდა ნაწილები და ხიდები მოოექროვებინათ,ფერსოები კი,რომლებიც მიწას ეხებოდა,რკინისაგან დაემზადებინათ.ორივე ღერძს ლომის თავის ფრომის ნაკეთი გამოზნექილი ნაწილები ჰქონდა.ორივე ლომს პირით შუბი ეჭირა.ღერძებს შორის საყრდენი იყო,რომელიც მოძრაობისას ბიძგებს ამცირებდა.ეტლი სპეციალურად შერჩეულ ჯორებს მიჰქონდათ,გამორჩეულად დიდებსა და ღონივრებს.მათთვის თავები მოოქროული გვირგვინებით შეემკოთ,რომლებიდანაც ოქროს ზანზალაკები ეშვებოდა.კისრებზე ძვირფასი ქვებით მოოჭოვილი აღკაზმულობა ედგათ.ოთხ ნაწილად გაყოფილი სამოცდაოთხი ჯორი რიგრიგობით ენაცვლებოდა ერთმანეთს.
აი,ასე იყო მოწყობილი და მორთულ-მოკაზმული ეს ეტლი.მისი სილამაზის და მშვენების სიტყვებით გამოხატვა შეუძლებელია.უამრავი ხალხი შეიკრიბა მის სანახავად.ყოველ ქალაქში,სადაც კი ეს ეტლი ჩაატარეს,მოსახლეობა ქუჩებში გამოდიოდა და მონუსხული აცილებდა მას.ეტლს გზის მუშები და მექანიკოსები მიჰყვებოდნენ,რომლებიც მზად იყვნენ,მყისიერად აეცილებინათ შესაძლო ხარვეზი.ეტლს ჯარისკაცები იცავდნენ.
არიდეოსმა ამ საქმეს თითქმის ორი წელიწადი მოანდომა.როგორც კი დაამთავრა,მეფის ცხედარი ბაბილონიდან ეგვიპტეში გადაასვენა.მაგრამ პტოლემეოსი,რომელაც სურდა,პატივი გამოეხატა ალექსანდრეს მიმართ,ჯართან ერთად მეფის ცხედარს სირიაში დახვდა.მან გადაწყვიტა,აღარ გაეგზავნა იგი სივასი ამონთან და აკლდამა მისსავე დაარსებულ სახელგანთქმულ ქალაქში – ალექსანდრიაში – მოეწყო.პტოლემეოსმა იქ ალექსანდრეს დიდებული სახელის შესაფერისი მავზოლეომი მოამზადა.მავზოლეომი შთამბეჭდავი იყო ზომითაც და არქიტექტურული გადაწყვეტითაც.პტოლემეოსმა ალექსანდრე დამარხა,მსხვერპლთშეწირვა განახორციელა,მეფეს პატივი მიაგო,როგორც ღმერთკაცს და ამით,ადამიანების გულის მოგებასთან ერთად,ღმერთების მადლობაც დაიმსახურა.
ალექსანდრე,ვაჟი ფილიპესი და ოლიმპიადასი,რომელიც ამტკიცებდა რომ ზევსის შვილი იყო,თავის მიერ დაარსებულ ქალაში – ალექსანდრიაში დაიკრძალა. (ავტორი გენია.ჯი)