პუბლიუს ვერგილიუს მარონის “გონიერი გადაწყვეტილება”
უძველესი გადმოცემის თანახმად,უდიდესმა ძველრომაელმა პოეტმა,რომის ძლიერებისა და ბატონობის მეხოტბემ - პუბლიუს ვერგილიუს მარონმა (ძვწ.აღ-ით 70-19 წლები),ერთ მშვენიერ დღეს,რაც არ უნდა გასაოცარი იყოს,საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე საკუთარივე მიწაზე,ბუზის დასაფლავების ცერემონია მოაწყო,დაკრძალვისათვის აუცილებელი ყველა თავისი ატრიბუტაციით.მას ამ საქმისათვის დაქირავებული ჰყავდა მესაფლავე და საბოლოო სიტყვის წარმომთქმელიც კი.მიზეზი კი აღნიშნული გასაოცარი “სამგლოვიარო ცერემონიის” ჩატარებისა მდგომარეობდა იმაში,რომ ძვ.წ.აღ-ით I საუკუნეში,რომაელთა კანონმდებლობის თანახმად მიწაზე გადასახადი ძალიან მაღალი იყო.იმავე კანონმდებლობის თანახმად,ის ტერიტორია,სადაც სასაფლაო იყო განთავსებული,მიწის გადასახადისგან აბსოლუტურად თავისუფლდებოდა.სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თავისი გონიერებით განთქმულმა მარონმა,საკუთარ მფლობელობაში შემავალ მიწაზე განეთავსებინა “საფლავი” (სასაფლაო),რამაც მას საშუალება მისცა კანონის სრული დაცვით აერიდებინა თავი მიწის მაღალი გადასახადისაგან. (ავტორი გენია.ჯი)