კლიანტუსი
კლიანტუსი – წარმოადგენს პარკოსნების ორლებნიან ყვავილოვან მცენარეთა ბიოლოგიური ოჯახის წარმომადგენელს.სულ ბუნებაში,ამ ულამაზესი მცენარის ორი ქვესახეობა გვხვდება – Clianthus puniceus და Clianthus maximus.ორივე ქვესახეობა ენდემური ჯიშისაა და გავრცელებული არიან ახალი ზელანდიის კუნძულოვან სახელმწიფოში.გარეულ პირობებში Clianthus puniceus გავრცელებულია კაილარას ყურეში მდებარე კუნძულ მოტურემუზე. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო Clianthus maximus კი ჩრდილოეთ კუნძულზე (ახალი ზელანდია).ისინი არიან მზის განსაკუთრებულად მოყვარული მცენარეები,რის გამოც ჩრდილიან ადგილებში არ გვხვდებიან.ადრეულ პერიოდში,კლიანტუსი მესამე ქვესახეობასაც მოიცავდა,რომელსაც სახელწოდებად – “ულამაზესი სვაინსონა” ჰქვია (გავრცელებულია ავსტრალიაში).თუმცა დღესდღეობით,აღნიშნული მცენარეს სხვა ოჯახის კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული.ჰყვავიან გვიან გაზაფხულზე.ყვავილები წითელი ფერის აქვთ და მოგვაგონებენ თუთიყუში კაკას ნისკარტს.ყვავილის ღეროს სიმაღლე ერთი მეტრიდან სამ მეტრამდეა.თავად ყვავილების სიგრძემ კი შესაძლოა 15 სანტიმეტრსაც მიაღწიოს.ახალი ზელანდიის პარკებსა და ბაღებში – კლიანტუსი ფართოდ არის გავრცელებუული,განსაკუთრებით კი - Clianthus maximus.ხოლო Clianthus puniceus კი ძირითადად ოთახის მცენარეებად არის ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი)