იცით თუ არა,რომ

1. გენიალური ინგლისელი მუსიკოსის და ლეგენდარული “ბითლზის” წევრის - ჯონ უინსტონ ონო ლენონის – მეუღლე იოკო ონო,მდიდარი იაპონელი ბანკირის შვილი გახლდათ.ცნობილია ისიც,რომ ლენონი იოკო ონოს,რიგით მესამე ქმარი იყო.

2. “პაპარაცი” – იტალიურ ენაზე შემაწუხებელ კოღოს ნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი)

3. ზეთისხილის ხე,ათას ხუთას წლამდე ხარობს.

4. ”ბიბლიოფილია” – წიგნების სიყვარულია.

5. დიდი ქართველი მხედართმთავრის და პოლიტიკური მოღვაწის - გიორგი სააკაძის ერთადერთი პორტრეტი,რომელმაც ჩვენამდე მოაღწია,იტალიელი მისიონერის – დონ კრისტიფო დე კასტილიას მიერ დახატულია.

6. კავკასიელ ხალხთა საერთო წინაპარი – “თარგამოსი” იყო.

7. მექსიკური მითოლოგიის მიხედვით – “შოკოლადი” სამოთხეში ღმერთების საკვები იყო.

8. მზის ღმერთის – ჰელიოსის ვაჟს,რომელმაც ეტლის მართვა ვერ შეძლო  ”ფაეტონი” ერქვა.

9. რომის პაპთაგან,ყველაზე ხანგრძლივი ვადით,კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი  გახლდათ – პიუს IX.იგი კთოლიკურ ეკლესიას  32 წელი (1846-1878 წლებში) მართავდა.

10. ჭადრაკის პარტიის შუა ნაწილს – “მიტელშპილი” ჰქვია . (ავტორი გენია.ჯი)