ცხოვრება ვისთვის ტანჯვაა,
ვისთვის კი ნათლის სვეტია,
ზოგი ბევრ წლებსაც ვერ კმარობს,
ზოგისთვის ცოტაც მეტია.
***
ჩემი ნატანჯი ტანიდან,
სული ვერ ამოეტია,
ამ ტიალ წუთისოფელში,
ალბათ სიკვდილიც ბედია.