ქართული მხატვრული ფილმიდან – “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”
“ამდენი ხალხია ამ ქვეყანაზე და არც ერთი მე არ ვარ. ერთი კაცი ვარ და სადარდებელიც ერთი მაქვს. ორი რომ ვიყო, ერთით თუ ცას ავხედავდი, ერთით – მიწას ჩავაშტერდებოდი, ერთით თუ ვიცეკვებდი, ერთით – ვიმღერებდი.ერთით თუ ვიტირებდი, ერთით – ვიცინებდი; ერთი თუ მოვკვდებოდი, ერთი – დავრჩებოდი…” (ავტორი გენია.ჯი)
***
“ქმარი არ მყავს და არც მინდა,რომ მყავდეს,არც არასოდეს არ მინდოდა,ბავშვი მინდოდა და მყავს.ეს ყოველდღიურობა,ათასი წვრილმანი ოჯახში,მამაკაცთან ურთიერთობაში,მოუარე,ურეცხე,სადილი უმზადე,აულაგე,დაულაგე,მერე კიდევ გეტყვის,რას ჰგავხარო.სადაც კაცების გარეშე შეიძლება,ჯობს სულ არ იყვნენ.უბრალოდ,ბავშვებს ვერ გააჩენ უმაგათოდ”.
***
- ქმარი გყავთ?
- დიახ.
შვილები?
- ქალ-ვაჟი.
- გიყვართ თქვენი საქმე?
- დიახ.
- ბედნიერი ქალი ყოფილხართ”.
***
“კაცი,რომელიც თავის შესაძლებლობებს არ იყენებს,ბოროტმოქმედია თავი თავისა და საზოგადოების წინაშე”.
***
“მოხუცებულთა სახლში მინდა წასვლა,დილით წავლენ,კედლებიც კი გამოყრუვდებიან,საღამოს მობრუნდებიან,შევლენ თავიანთ ოთახებში და რაღაცას ჩუმად ლაპარაკობენ,ალბათ,არ უნდათ,მეც გავიგო,იქ კი ხმის გამცემი მაინც მეყოლება ვინმე… აღარც რომ მოვკვდები… რამდენია ასეთ მდგომარეობაში?!” (ავტორი გენია.ჯი)
P.S ფოტო აღებულია საიტიდან – babaduli.de