იოსებ სტალინის სიტყვა კომუნისტთა პროპაგანდისტული გაზეთის – “პრავდას” დაჯილდოებისას …
“გაზეთი – “პრავდა” ლენინის პირმშოა და ჩვენ იგი მრავალ ქარ-ცეცხლში გამოვატარეთ.დევნა,ჩხრეკა,უფულობა – ჩვენი მოძრაობის მუდმივი თანამგზავრი იყო,მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად,”პრავდა” ყოველთვის ჩვენი ბრძოლის ავანგარდში იდგა.თქვენ,ჩვენი უპირველესი გაზეთის თითოეული თანამშრომელი,დაწყებული მთავარი რედაქტორიდან,უბრალო სტამბის მუშით დამთავრებული,ჩვენი პარტიის იდეოლოგიური სანიტრები ხართ და ეს ფუნქცია დიადი ოქტომბრის რევოლუციამ დაგაკისრათ.თქვენ სახელმწიფოს შეკვეთას ასრულებთ,რომელსაც ხალხი გაძლევთ და აქედან გამომდინარე,თქვენ ხართ ჭეშმარიტად სახალხო გაზეთის შემქმნელები,შემოქმედები.”პრავდის” ფურცლებზე დაწერილი თითოეული სიტყვა ჭეშმარიტ სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს და ამ სიმართლემ ჩვენს დიად აღმშენებლობას უნდა შეუწყოს ხელი. (ავტორი გენია.ჯი) ორას მილიონიან სახელმწიფოში,სადაც მხოლოდ ოცდახუთმა პროცენტმა იცის წერა-კითხვა,”პრავდამ” საგანმანათლებლო ფუნქციაც უნდა შეითავსოს და ერთგვარ ანაბადაც კი უნდა გადაიქცეს მუშებისა და გლეხებისათვის.ჩვენი,საყოველთაო – სახალხო გაზეთის სახელწოდება სრულიად ამართლებს მის შინაარს და მისი ყოველდღიური ფურცლებიდან გადმოდენილი მართალი სიტყვა,ერთი მხრივ,გულში ლახვარს სცემს ჩვენს საერთო მტრებს და მათ ბოროტ ზრახვებს ამხელს,ხოლო მეორე მხრივ,უდიდეს ხალისსა და ენერგიას ანიჭებს თითოეულ პატიოსან საბჭოთა მოქალაქეს.მადლობა თქვენ,ამ უდიდესი დამსახურებისათვის.თქვენ ბრწყინვალედ ასრულებთ სახელმწიფო შეკვეთას,რომელიც საბჭოთა ხალხისგან მომდინარეობს”. (ავტორი გენია.ჯი)