ილზა კოხი – “ბუხენვალდელი ჯადოქარი”
ილზა კოხი – (ქალიშვილობის გვარი – კიოლერი) დაიბადა 1906 წლის 22 სექტემბერს გერმანიის ქალაქ დრეზდენში.იგი წარმოადგენდა სს-ის შტანდარტფიურერისა და “ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის” პირველი კომენდანტის – კარლ ოტო კოხის მეუღლეს,რომელსაც თავისი განსაკუთრებული შიზოიდური სისასტიკის გამო – “ბუხენვალდელი ჯადოქარი” უწოდეს.გარდა ამისა მას მოიხსენიებდნენ ფსევდონიმით – “ფრაუ აბაჟური”.ახალგაზრდულ ასაკში ბიბლიოთეკარად მუშაობდა.1932 წელს გაწევრიანდა გერმანიაში მოქმედ ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიაში.1934 წელს გაიცნო მისი მომავალი ქმარი კარლ კოხი და გაცნობიდან ორი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. 1936 წელს მუშაობა დაიწყო მდივნად – “ზაქსენჰაუერის სიკვდილის ბანაკში”. (ავტორი გენია.ჯი) 1937 წელს,ოტო კოხი ინიშნება მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი – “ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის” კომენდატად.მალევე იქვე იწყებს მუშაობას ილზა კოხიც.მის განსაკუთრებულ სისასტიკეს,ისედაც გაუბედურებული ბანაკის ტყვეები ყოველდღიურად განიცდიდნენ საკუთარ თავზე.მათივე გადმოცემის მიხედვით,ილზა კოხი ბანაკის ტერიტორიაზე ხშირად ავჩარკების თანხლებით გადაადგილდებოდა და როდესაც ვინმეს გადაეყრებიოდა,მათ ძაღლებს მიუქსევდა და აგლეჯინებდა.გარდა ამისა,ცნობილია ისიც,რომ მისი პირადი ბრძანებით კლავდნენ ისეთ პატიმრებს,რომელთაც ტატუ ჰქონდათ.მას შემდეგ კი,რაც ტატუს მქონე პატიმარს მოკლავდნენ,იმ ტყავს აძრობდნენ,რომელზეც ტატუ იყო დატანილი.მიზანთროპი და შიზოიდი ქალი,ტატუიან ტყავს ამუშავებდა,რის შემდეგაც მათგან სხვადასხვა “ორიგინალურ” ნაკეთობებს აკეთებდა (აბაჟურებს,ხელთათმანებს,წიგნის ყდებს და სხვა).1941 წელს,ილზა კოხი ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის უფროს ზედამხედველად ინიშნება ქალებში.მისი არაადამიანური საქციელების გამო,ტყვეებმა “ბუხევნალდის ჯადოქარი” შეარქვეს.ყველა ერიდებოდა მასთან შეხვედრას,რადგან კარგად უწყოდნენ,რომ ის “ქალის ტყავში გახვეული სატანა” იყო.ილზა კოხი ბანაკის ტერიტორიაზე განუზომელი ძალაუფლებით სარგებლობდა. 1941 წლის სექტემბერში ოტო კოხი ინიშნება “მაიდანეკის საკონცენტრაციო ბანაკის” კომენდანტად,თუმცა 1942 წელს მას ბრალი დასდეს კორუფციაში და დაკავებული თანამდებობა დაატოვებინეს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა მოვლენამ,ილზა კოხის თანამდებობრივი მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. 1943 წელს,ცოლ-ქმარი კოხები დაკავებული იქნენ გერმანული სს-ის მიერ.მათ კორუფციის გარდა ბრალი დასდეს ექიმის – ვალტერ კრემერისა და მისი თანაშემწის მკვლელობაში. 1945 წლის დასაწყისში ოტო კოხს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს,რაც აღასრულეს იმავე წლის აპრილის თვეში.თავად ილზა კოხი კი გამართლებულ იქნა,რის შემდეგაც იგი მშობლებთან ლუდვისბურგში გადავიდა საცხოვრებლად. 1945 წლის 30 ივნისს,იგი დააკავეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა.სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო და სამუდამო პატიმრობა შეუფარდა.თუმცა რამდენიმე წელიწადში განთავისუფლებულ იქნა პატიმრობიდან.აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დიდი პროტესტი გამოიწვია და 1951 წელს,დასავლეთ გერმანიაში კვლავ იქნა დაპატიმრებული.მას კვლავ სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. 1967 წლის 1 სექტემბერს,გერმანიის ქალაქ აიხახის ციხის საკანში ილზა კოხმა (ბუხენვალდელმა ჯადოქარმა) სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (თავი ჩამოიხრჩო).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ილზა კოხის მიხედვით,1975 წელს გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმი – “ილზა სს-ის ქალი-მგელი”. (ავტორი გენია.ჯი)