პატარა შავარდენი

პატარა შავარდენი – წარმოადგენს შავარდნისნაირნთა რიგის მტაცებელ ფრინველს.მისი გავრცელების უმთავრესი არეალებია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის მშრალი რეგიონები (სუდანი,ეთიოპია,ჯიბუტი,კონგო,ზაირი,უგანდა,კენია,სომალი და სხვა).მათი სხეულის სიგრძე 19-დან 28 სანტიმეტრამდეა,ხოლო წონით 45-დან 70 გრამამდე აღწევენ.მიუხედავად სხეულის მცირე ზომებისა,ნადირობენ დიდ ქვეწარმავლებზე (ხვლიკები,გველები და სხვა) და მცირე ზომის ფრინველებზე.ბინას თავად არ იშენებენ და მას,სხვადასხვა ფრინველების გამოცარიელებულ ბუდეებში იკეთებენ.ინკუბაციის წინ,რომელიც ერთ თვემდე გრძელდება,დებენ 2 ან 3 კვერცხს.სულ ბუნებაში,პატარა შავარდენის სახეობის ორი ქვეჯგუფი გვხვდება – “აზიური მცირე შავარდენი” (რომლისგანაც ზოოლოგები გამოყოფენ ერთ მონოტიპიურ სახეობას – “Neohierax”) და “აფრიკული მცირე შავარდენი”. (ავტორი გენია.ჯი)