დიმიტრი მაჩხანელის “ნააზრევი”

“სწავლა კეთილის ცხოვრების საძირკველია,მაგრამ ამას ასე ადვილად როდი მიხვდება და დაიჯერებს უცოდინარი ადამიანი… უცოდინარობის წამალი სწავლა და გამოცდილებაა.ადამიანი მაშინ იქნება ბედნიერი,როცა უცოდინარობას დაეხწევა… ჭეშმარიტად ნასწავლი კაცი თავის წამალიც არის და სხვისაც… სწავლიდან ცოდნა იბადება და ცოდნიდან – კეთილი”. (ავტორი გენია.ჯი)

 
“პატიოსნური ადამიანობა ჭკვა-გრძნობის ზნეობრივად განვითარებისაგან იბადება და ასეთი განვითარება კი ისე არ მოეპოვება ადამიანთა უმეტესობას,როგორც მგელს ნამუსი და მუტრუკს – კრიტიკული ნიჭი”.
 
“სანამ ადამიანთა ყოფიერებისათვის განმსაზღვრელი მატერიალური მდგომარეობა იქნება,მანამდე ღვთაებრივი სიყვარული ვერ იზეიმებს”.
 
“კაი ცოლის პატრონს ლხინში რა უნდა: ლხინი შინვე აქვს და ავი ცოლის პატრონს ჭირში რა უნდა,ჭირი შინვე აქვსო”.