გრენლანდიის მყინვარული საფარი

გრენლანდიის მყინვარული საფარი – წარმოადგენს სიდიდით მეორე მყინვარულ საფარს დედამიწაზე,ანტარქტიკის მყინვარული საფარის შემდეგ.მისი სრული ფართობი 1,71 მილიონი კვადრატული-კილომეტრია და მოიცავს გრენლანდიის კუნძულის ტერიტორიის 80%-ს.იგი გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 2 400 კილომეტრ სიგრძეზე,ხოლო მაქსიმალური სიგანე კი 1 100 კილომეტრს შეადგენს.გრენლანდიის მყინვარული საფარის ყინულის საშუალო სისქე 2 135 მეტრია,ხოლო მაქსიმალური სისქე 3 000 მეტრს აღემატება.ამ უდიდესი მყინვარული საფარის ასაკი,სპეციალისტთა ვარაუდით დაახლოებით 110 000 წელიწადია. (ავტორი გენია.ჯი) იგი განთავსებულია კუნძულის ცენტრში და მოსაზღვრე ზღვისგან გამოყოფილია მიწის მცირე ზოლით.ზოგიერთ ადგილებში კი თავად მყინვარული საფარი წარმოადგენს სანაპირო ხაზს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ გრენლანდიის მყინვარული საფარი კუნძულის ერთადერთი მყინვარული საფარი არ გახლავთ,რადგან მის სანაპიროებზე კიდევ არაერთი მყინვარული გუმბათია განთავსებული.დედამიწაზე გლობალური დათბობის შედეგად გრენლანდიის მყინვარულმა საფარმა დნობა და მაშასადამე შემცირება დაიწყო. 2007-2008 წლებში დედამიწის ხელოვნური თანამგზავრიდან დაკვირვებამ აჩვენა,რომ აღნიშნულმა მოვლენამ,ბოლო 30 წლის მანძილზე,მყინვარული საფრის ტერიტორიის ყველაზე დიდი რაოდენობით შემცირება გამოიწვია.ყინულის მოცულობა 2,85 მილიონ კვადრატულ-კილომეტრს შეადგენს.მისი დადნობის შემთხვევაში მსოფლიო ოკეანეში წყლის დონე 7 მეტრით მოიმატებს.როგორც მეცნიერები ვარაუდობენ,თუკი ტემპერატურამ კიდევ  3 გრადუსი-ცელსიუსით მოიმატა,ამ შემთხვევაში გრენლანდიის მყინვარულ საფარს უცილობელი დადნობა ემუქრება.აღნიშნული მყინვარული საფარის შესასწავლად არაერთი სამეცნიერო ექსპედიცია ჩატარდა. (ავტორი გენია.ჯი) 1930 წელს,გამოჩენილი გერმანელი გეოფიზიკოსისა და მეტეოროლოგის – ალფრედ ლოტარ ვეგენერის (1880-1930 წლები) მიერ,გრენლანდიის მყინვარულ საფარზე გახსნილი იქნა პირველი პოლარული სადგური – “აისმიტე”,სადაც ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე წარმოებდა მეტეოროლოგიური და გლაციოროგიული კვლევები. 1952-1954 წლებში გაიხსნა ბრიტანული სადგური – “ნორტ-აისი”. 1960-იან წლებში კი ამერიკელი სამხედროების მიერ განხორციელებულ იქნა პროექტი – “Proiect Iceworm”. 1990-იან წლებში განხორციელდა პროექტი – “Greenland ice core project”,რა დროსაც გაკეთებულ იქნა ჭაბურღილი ყინულოვან ფენაში 3 028 მეტრ სიღრმეზე,რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა მისი წარმოშობის შესახებ მიეღოთ ინფორმაცია.გარდა ამისა,2013 წელს NASA-ს.ბრისტოლის,კალგარისა და ურბინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა,გრენლანდიის მყინვარული საფრის ქვეშ აღმოაჩინეს დედამიწაზე ყველაზე გრძელი კანიონი,რომლის სიღრმე 800 მეტრია,სიგრძე 750 კილომეტრს შეადგენს,ხოლო სიგანე კი 10 კილომეტრამდეა.(ავტორი გენია.ჯი)