“ტაუერის ყვავები”
“ტაუერის ყვავები” – არა უბრალო ფრინველები,არამედ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საიდუმლო სიმბოლო გახლავთ ბრიტანეთის იმპერიისა.საყოველთაოდ ცნობილი ლეგენდის მიხედვით,ყველა დროის უდიდესი იმპერიის და მასში შემავალი ხალხების ბედი დამოკიდებულია,სწორედ “ტაუერის ყვავებზე”.დღესდღეობით,ლონდონის ცენტრში მდებარე – მისი უდიდებულესობის სასახლეში (ლონდონის ტაუერი) 6 ყვავი ბინადრობს,რომელთა სახელებია: ჰუგინი,მუნინი,ტორი,ბრანვენი,გვილუმი და ბოლდრიკი. (ავტორი გენია.ჯი) ყველა ჩამოთვლილი სახელი კელტური და სკნადინავიური მითოლოგიური პერსონაჟების მიხედვით არის შერჩეული.მათი სახელები კი,დიდი ბრიტანეთის თითქმის ყველა მოქალაქემ იცის.როგორც ლეგენდა ირწმუნება,ბრიტანეთის იმპერია მანამ იარსებებს,სანამ “ტაუერის ყვავები” მისი უდიდებულესობის სასახლეში იცხოვრებენ.სწორედ ამიტომაც იჩენენ მათ მიმართ უდიდეს პატივს.”ტაუერის ყვავების” მოვლის უფლება ენიჭებათ მხოლოდ ისეთ ადამიანებს,რომლებსაც არანაკლებ 22 წელიწადი აქვთ ნამსახურები ბრიტანულ არმიაში (სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალებში) და სწორედ ასეთი ადამინები ზრუნავენ მათზე.რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,”ტაუერუის ყვავებს” უფლება აქვთ “მიირთვან” – ვისკი და ჯინი.იკვებებიან განსაკთრებული საკვებით. (ავტორი გენია.ჯი) თითოეული “ტაუერის ყვავი” დღეში საშუალოდ 200 გრამ ხორცს იღებს.ხოლო კვირაში ერთხელ დამატებით – კურდღლის ხორცსა და ახალ კვერცხს.საინტერესოა ისიც,რომ “ტაუერის ყვავების” შესანახად,დიდი ბრიტანეთის სამეფო კარს სპეციალური ბიუჯეტი აქვს შექმნილი,რომლის “სეკვესტრი” ყოვლად დაუშვებელია! თითოეულ ყვავისათვის მხოლოდ საკვებზე,თვეში 100 გირვანქა-სტერლინგი იხარჯება.აღნიშნულ ტრადიციას სათავე XVII საუკუნეში ჩაუყარა ინგლისისა და შოტლანდიის მეფემ – ჩარლზ II სტიუარტმა (1630-1685 წლები).მას შემდეგ 6 ყვავი,ტაუერის განუყოფელ ნაწილად იქცა და ამ წესის დარღვევა თავში აზრადაც კი არავის მოსვლია.იმისათვის,რომ ყვავები არ გაფრინდნენ,ხშირად აჭრიან ფრთებს.მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა,საშუალოდ 200 წელიწადს შეადგენს. 2006 წელს,მას შემდეგ რაც მსოფლიო “ფრინველის გრიპმა” მოიცვა,ტაუერის სასახლის პარკში აგებულ იქნა სპეციალური გალიები,რათა “ტაუერის ყვავები” აღნიშნული დაავადებისაგან დაეცვათ.მათი მომსახურე პერსონალი 5 ადამიანისაგან შედგება.ისინი “ტაუერის ყვავებს’ დილის 4:30 წუთზე უშვებენ გალიიდან და 21:00 საათზე კვლავ,ტაუერის პარკში მდებარე გალიებში აბრუნებენ.ბრიტანელთა რწმენით,სანამ “ტაუერის ყვავები” სასახლის ტერიტორიაზე იბინადრებენ,ბრიტანეთის იმპერიას დაშლის,ხოლო მონარქიას გაქრობის საფრთხე არ ემუქრება. (ავტორი გენია.ჯი)