იცით თუ არა,რომ
1. პირველი კატა,რომელიც კოსმოსში იქნა რაკეტის მეშვეობით გაგზავნილი,გახლდათ ,სახელად – ფელისეტა (რომელსაც შემდგომში – “ასტროკატა” უწოდეს).ფელისეტა ფრანგებმა კოსმოსურ მოგზაურობაში 1963 წლის 18 ოქტომბერს გაგზავნეს.
2. მეცნიერებას კოცნის შესახებ – “ფილემატოლოგია” ეწოდება.
3. 1920 წლამდე,ამერიკის შეერთებულ შტატებში,მანდილოსნებს ხმის მიცემის უფლება არჩევნებში არ გააჩნდათ.როდესაც ქალთა უფლებების ცნობილმა დამცველმა – სიუზენ ბ.ენტონიმ სცადა 1872 წლის არჩევნებში ხმის მიცემა,იგი დააკავეს,რის შემდეგაც სასამართლომ 100 დოლარი ჯარიმა დააკისრა.თუმცა აღსანიშნავია,რომ მოგვიანებით ქალთა უფლებების დიდი დამცველი ქალბატონი,ორ დოლარინ მონეტაზე აღბეჭდეს. (ავტორი გენია.ჯი)
4. პირველი სატელეფონო ზარი,რომელიც დედამიწიდან მთვარეზე განხორციელდა,დაფიქსირებულ იქნა 1969 წლის 21 ივლისს,მაშინ,როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა – რიჩარდ ნიქსონმა,განახორციელა სატელეფონო საუბარი “აპოლო 11″-ის იმ ეკიპაჟთან,რომლებიც იმ დროს მთვარეზე იმყოფებოდნენ.აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ აღნიშნული სატელეფონო საუბარი,დღემდე განხორციელებულ ყველაზე ძვირად ღირებულად სატელეფონო საუბარს წარმოადგენს.
5. ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში - ლიხტეშტეინის საგრაფო,გამორჩეულია იმ ინდუსტრიით,რომელიც ქვეყნის ნამდვილ სიამყეს წარმოადგენს.აღნიშნულ ინდუსტრიას წარმოადგენს – ხელოვნური კბილების (პროთეზი) წარმოება.ლიხტენშტეინი წელიწადში დაახლოებით 60 მილიონამდე ხელოვნურ კბილს აწარმოებს,რაც ევროპის მოსახლეობის მოთხოვნილებების ნახევარს აკმაყოფილებს.
6. ისლანდია,განათლების მინიმალური დონით ყველაზე განვითარებული ქვეყანაა მსოფლიოში.ამ ქვეყანაში მოსახლეობის ასივე პროცენტი ფლობს ელემენტარულ წერა-კითხვას.ასევე აღსანიშნავია რომ წიგნების გაყიდვების მხრივ (თითოეულ მოსახლეზე) იგი ლიდერობას არავის უთმობს.მოსახლეობის 93%-ს კი ინტერნეტთან წვდომის საშუალება აქვს.აღნიშნულ ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სპორტულ თამაშად,ინტელექტუალური თამაში – ჭადრაკია მიჩნეული.
7. ძველბერძნები თვლიდნენ,რომ – მუსიკა ძველბერძნული მითოლოგიის მომღერალმა და მუსიკოსმა პერსონაჟმა – ორფეოსმა გამოიგონა.
8. ძველრომაელი სწავლულისა და ერუდიტის – პლინიუს უფროსის (ძვ.წ.აღ-ით 23-79 წლები) მტკიცებით,მაგია და ჯადოქრობა საბერძნეთში,ქსერქსეს არმიის შეჭრის შემდეგ გავრცელდა.
9. ძველეგვიპტური მითოლოგიის ღმერთებიდან,ყველაზე ინტელექტუალურ ღმერთად – თოტი იყო მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)
10. ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსის – პლატონის მიერ შედგენილ ჰიპოთეტურ იდეალურ სახელმწიფოში,ყველა პროფესიის ადამიანისათვის მოიძებნა ადგილი გარდა,ერთადერთი პროფესიისა – პოეტებისა. (ავტორი გენია.ჯი)