საფლავის გადასახადი…
უცნაური კანონმდებლობებით,რომ “მდიდარია” სხვადახვა ქვეყნების სამართლებლივი ბაზები,ნამდვილად არ გახლავთ გასაკვირი.თუმცა აღნიშნული შემთხვევა,რომელიც სკანდინავიის ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში – ნორვეგიაშია მიღებული,მართლაც იწვევს ერთგავრ ინტერესს.კერძოდ,ნორვეგიის კანონის თანახმად,ჭირისუფლები,გარდაცვლილი ახლობლების გარდაცვალებისას,საფლავებისათვის განკუთვნილი მიწის გადასახადისაგან თავისუფლები არიან და მიწა მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ.გადასახადს გარდაცვლილის ახლობლები არც უახლოესი 25 წლის მანძილზე იხდიან,თუმცა ამ პერიოდის გასვლის შემგომ,ოფიციალურად წესდება თითოეული საფლავისათვის წლიური გადასახადი 518 ნორვეგიული კრონის ოდენობით,რაც 84 ამერიკული დოლარის ექვივალენტია. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც,ზემოაღნიშნული ვადა გადის,იმ კომპანიის თანამშრომლები,რომელიც არენდით გასცემს სასაფლაოზე მიწის ნაკვეთებს,საფლავის ქვებს უკეთებენ შავ ტომრებს (სურათზე გამოსახული),სადაც თეთრ ქაღალდებზე მითითებულია გრაფიკი გადასახადებისა და თხოვნა საფლავის მეპატრონისადმი,რომ დროულად გადაიხადოს საფლავისათვის დაწესებული სპეციალური გადასახადი.თუკი,გარკვეკული ხნის მანძილზე არ იქნა თანხა შეტანილი,ამ შემთხვევაში საფლავის მიწა მესაკუთრეს ჩამოერთმევა და მას ახალი საფლავისათვის იყენებენ.შავ ტომრებში შეფუთული საფლავის ქვების ფოტოებმა,დიდი რეზონანსი და უკმაყოფილება გამოიწვია.კომპანიის მიერ დანერგილ ასეთ საშინელ პრაქტიკას – სრული “უღირსობა” და “უგემოვნობა” უწოდეს.თავად კომპანიაში კი აცხადებენ,რომ მათ მეტი გამოსავალი აღარ დარჩათ,რადგან ყველა არიდებს თავს,საფლავისათვის დაწესებულ სავალდებულო გადასახადს. (ავტორი გენია.ჯი)