პიერ ოგიუსტ რენუარი – “ლოჟა”
“ლოჟა” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრის,სკულპტორისა და გრაფიკოსის – პიერ ოგიუსტ რენუარის (1841-1919 წლები) მიერ,1874 წელს ზეთის საღებავით ტილოზე შესრულებულ დიდებულ სურათს.ტილოს სიმაღლე 80 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 63,5 სანტიმეტრი.აღნიშნულ ნახატს მოიხსენიერენ სხვა სახელწოდებითაც,კერძოდ – “ოპერის ლოჟა”. (ავტორი გენია.ჯი) სურათის წინა ხედზე გამოსახულია ოპერის ლოჟაში მსხდომი ახალგაზრდა მონმარტელი ქალბატონი – ნინი ლოპესი,ხოლო უკანა ხედზე გამოსახული მამაკაცი,თავად მხატვრის ძმა (პროფესიით ჟურნალისტი) – ედმონ რენუარია.ტილო შესრულებულია თეთრ-მარგალიტისფერ,ყვითელ და შავ ტონებში.სურათი ფართო პუბლიკისათვის წარმოდგენილ იქნა 1874 წელს იმპრესიონისტების პირველ გამოფენაზე პარიზში.რენუარის მიერ შექმნილი ტილო – “ლოჟა”,1870-იანი წლების მისი შემოქმედების საუკეთესო ნამუშევრად იქნა მიჩნეული და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.მიუხედავად ამისა,მხატვარმა მისი გაყიდვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ,1875 წელს შეძლო და ისიც საკმაოდ მოკრძალებულ ფასად (475 ფრანგული ფრანკი).დღესდღეობით,პიერ ოგიუსტ რენუარის მიერ დახატული ტილო – “ლოჟა”,დაცულია გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში მდებარე “კურტოს ხელოვნების მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)