“ქიმერა არეცოდან”
“ქიმერა არეცოდან” – წარმოადგენს ეტრუსკების ცივილიზაციის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრინჯაოს ქანდაკებას (“კაპიტოლიუმის ძუ მგელთან” ერთად),რომელიც სპეციალისტების ვარაუდით ძვ.წ.აღ-ით V საუკუნით თარიღდება.ქანდაკების სიმაღლე 80 სანტიმეტრია.ქიმერის უკან,მარჯვენა მხარეს მდებარე თათზე გაკეთებულია წარწერა TINSKVIL. სწორედ აღნიშნული წარწერის გამო მიჩნევენ,რომ იგი მიძღვნილ იქნა ეტრუსკების დღის ღმერთის – ტინის მიმართ,რადგან მათ ჰქონდათ უძველესი ტრადიცია,რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სკულპტურას უძღვნიდნენ ამა თუ იმ ღმერთს.აღნიშნული ქანდაკება აღმოჩენილ იქნა 1553 წელს,ეტრუსკების მიერ დაარსებულ ტოსკანურ ქალაქ არეცოში,ტრანშეების გაყვანის დროს მუშების მიერ,სრულიად შემთხვევით. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ქიმერისა,მათ აღმოაჩინეს ანტიკური პერიოდის სხვა ბრინჯაოს ქანდაკებებიც (ზოგიერთი დაზიანებულ მდგომარეობაში).ქანდაკება ლომის სკულპტურად იქნა მიჩნეული,თუმცა შემდგომ ეს აზრი უარყოფილ იქნა.აღმოჩენიდან მალევე,არეცოში ნაპოვნი ანტიკური ხანის ბრინჯაოს სკულპტურები გადაგზავნილ იქნა ფლორენციაში,დიდი ჰერცოგის – კოზიმო I მედიჩის კერძო კოლექციაში.მედიჩიმ იგი,”პიტის სასახლეში” (რენესანსის სტილის უზარმაზარი სასახლე ფლორენციაში) გამოფინა.თავდაპირველად ქიმერას კუდი დაზიანებული ჰქონდა,თუმცა,როგორც უდიდესი იტალიელი მხავარი ჯორჯო ვაზარი გადმოგვცემს,ბრინჯაოს დაზიანებულ სხვა მცირე ზომის ნაწილებში აღმოჩენილ იქნა გველისმაგვარი კუდის მოტეხილი ნაწილი,რომელიც ამ ქანდაკებას ეკუთვნოდა და სწორედ ამ პერიოდიდან ეწოდა მას ქიმერა. XVIII საუკუნეში დაზიანებული სკულპტურა სრულყოფილად იქნა აღდგენილი.დღესდღეობით,ეტრუსკების ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქანდაკება – “ქიმერა არეცოდან”,დაცულია იტალიის ულამაზეს ქალაქ ფლორენციაში მდებარე – “არქეოლოგიურ მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)