მუხრან მაჭავარიანი – “შოთას პატრონი”
შოთას პატრონი,
ვაჟას პატრონი,
პატრონი აკაკისი, _
დღეს მე რო მისმენს ჩემი სამშობლო,
ვარ კი მე ამის ღირსი?!
***
შოთას პატრონი,
ვაჟას პატრონი,
პატრონი აკაკისი, _
ვიტყვი კი რასმე როსმე მათოდენს,
მე რომც დავერჭო კისრით?!