ზურაბ ანტონოვის პიესიდან – “ქორწილი ხევსურთა”
თავათ არს განა ტანადი,
წვრილი წელისა მქონია…
თმა ხშირი,შავი წნულები,
ყარყატი ყელის მქონია…
სახითა მშვენი,ლამაზი,
ასპიდის თვალთა მქონია!
შევხედე,მისმა შვენებამ,
მახვილი მგმირა,მგონია!
ასე უწყალოდ კოდილსა,
კვლავ მისი ნახმა მდომია…
და თუ ის ცოლად არ ვირტე,
რაღა კაცობა მქონია!..