„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1. „ხშირად, იმისთვის, რომ მამაკაცმა სასურველი ქალი შიშველი იხილოს, მისთვის უამრავი ტანსაცმლის ყიდვა უწევს”.

* * *

2. „თუ გინდათ, რომ მეუღლემ გულდასმით მოგისმინოთ, ძილში უნდა ილაპარაკოთ”.

* * *

3.  „ქალის ადგილი სამზარეულოში არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეშაა დასაჩეხი”.

* * *

4. „დიპლომატია – არის ხელოვნება იმისა, თუ როგორ უნდა აჭამო სხვას ნეხვი ისე რომ, მას პირში მარწყვის გემო დარჩეს”.

* * *

5. „რეკლამა აიძულებს ადამიანებს სურდეთ ის, რის შესახებაც ადრე არაფერი იცოდნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „როგორც წესი, პატარა გოგონებს თოჯინები უყვართ, პატარა ბიჭუნებს ლამაზი მანქანები. თუმცა ეს ასე მხოლოდ 17 წლამდე გრძელდება, შემდეგ კი ყველაფერი პირიქითაა”.

* * *

7. „ადამიანს რაც უფრო ბევრი პრობლემები აქვს, მით უფრო ცოტა სჭირდება ბედნიერებისათვის”.

* * *

8. „სჯობს სიყვარულმა გაგაგიჟოთ, ვიდრე ბუნებრივად იყოთ გიჟი”.

* * *

9. „ზოგიერთნი ზაფხულში ისვენებენ, ზოგიერთნი კი იქ, სადაც ზაფხულია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

10. „ნუ ეცდები დროის მოკვლას, რადგან დრო მოვა და იგი თავად მოგკლავს!”