იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ამერიკელი მწერალი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი წერდა: “ვფიქრობ,შევძლებდი ფლობერის დამარცხებას, 5 რაუნდს გავძლებდი მოპასანის წინააღმდეგ,მაგრამ რაუნდსაც ვერ ვიბრძოლებდი ლევ ტოლსტოის წინააღმდეგ… ეშმაკმა დალახვროს,ცხვირსაც არ გავყოფდი რინგზე”.
2. ნეპალში ღმერთების ქანდაკებებს სხვადასხვა ქვებისგან,სპეციალურად რაიმე დეფექტით ამზადებენ,რადგან შიშობენ,რომ ისინი არ გაცოცხლდნენ.
3. დასავლეთის საქმიან წრეებში შვეიცარიის ბანკების თანამშრომლებს “ჯუჯებს” უწოდებენ. (ავტორი გენია.ჯი)
4. ძველი რომაელები კბილის ჯაგრისისა და პასტის ნაცვლად ზეთისხილის რტოს იყებედნენ.
5. შუა საუკუნეებში დამნაშავის დასჯის წინ,მისი ახლობლები ჯალათს ქრთამს იმისათვის უხდიდნენ,რომ მისთვის თავი ერთი დარტყმით მოეკვეთა.
6. 1519 წლის 8 ნოემბერს ევროპელებმა (ესპანელებმა ერნან კორტესის მეთაურობით) პირველად იხილეს აცტეკების დედაქალაქი ტენოჩტიტლანი.
7. 1922 წლის 26 ნოემბერს “წითელ იმპერიაში” გამოჩნდა პირველი საბჭოთა ფული – “ჩერვონეცი”.
8. გენიალური იტალიელი ფიზიკოსის,ასტრონომის და ფილოსოფოსის – გალიელო გალილეის რეაბილიტაცია,კათოლიკურმა ეკლესიამ მხოლოდ 1989 წელს მოახდინა.
9. მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში,ერთ-ერთმა უდიდესმა ესპანელმა მწერალმა – მიგელ დე სერვანტეს საავედრამ,1571 წლის 7 ოქტომბერს თურქების წინააღმდეგ გამართულ “ლეპანტოს ბრძოლაში” მარცხენა ხელი დაკარგა. (ავტორი გენია.ჯი)
10. ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარე ქვეყანა – ალბანეთი,ალბანურ ენაზე გამოითქმის,როგორც – “შკიპტარიუსი”.