“აგიოსკოპი”

“აგიოსკოპი” - ინგლისურ ენაზე “Hagioscope”,ბერძნული ენიდან ითარგმნება როგორც “წმინდა ხედვა”.იგი წარმოადგენდა სპეციალურ ფანჯარას (ხვრელს) შუასაუკუნეების დასავლეთ ევროპულ ეკლესიებში,რომელიც საშუალებას იძლეოდა ეკლესიის შიდა დაკვირვებისათვის (ძირითადად განთავსებული გახლდათ საკურთხევლის მხარეს). (ავტორი გენია.ჯი) აგიოსკოპის უმთავრესი ფუნქცია გახლდათ იმ მორწმუნეებისათვის – ლოცვებისათვის და ღვთისმსახურებისათვის თვალის დევნება,რომელთაც რაიმე მიზეზების გამო ეკლესიაში შესვლა ვერ შეძლეს.მისით უპირველეს ყოვლისა სარგებლობდნენ ის ქრისტიანი მორწმუნეები,რომლებიც დაავადებული გახლდნენ სხვადასხვა სახის გადამდები დაავადებებით,მაგალითად და ძირითადად – კეთრით.ამის გამო “აგიოსკოპებს” – “კეთროვანების ფანჯრებადაც” კი მოიხსენიებდნენ.ასეთი მეთოდებით ეკლესიების მშენებლობა დადგენილ იქნა 1179 წელს,”მესამე ლათერანული ტაძრის” მიერ,რომელსაც რომის პაპი და 302 ეპისკოპოსი ესწრებოდა.მათვე მიიღეს დადგენილება,რომლის თანახმადაც კეთროვანებსა და სხვა გადამდები სენის მქონე ადამიანებს ეკლესიებში შესვლა ეკრძალებოდათ.”შეღავათად” კი მათთვის სპეციალურად მიღებულ იქნა კანონი,რომლის თანახმადაც ეკლესიებში “აგიოსკოპები” უნდა გაკეთებულიყო და მათით უნდა ესარგებლათ ზემოთ აღნიშნულ ადამიანებს.მიუხედავად იმისა,რომ XVI საუკუნეში აგიოსკოპების უდიდესი ნაწილი გაუქმდა (ამოშენება და სხვა),მისი ნიმუშები დღემდე მაინც გვხვდება ზოგიერთ გერმანულ,ფრანგულ,იტალიურ,შვედურ და ინგლისურ ეკლესიებში. (ავტორი გენია.ჯი)