“ლიტერატორები – რომელთაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე”
1. ტაკეო არისიმა (1878-1923 წლები) – დიდი იაპონელი მწერალი და ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი “სირაკაბა”-ს (თეთრი არყის ხე) ლიტერატურული ჯგუფისა.1910 წელს იგი დაქორწინდა,თუმცა 1916 წელს მეუღლე ტუბერკულოზის შედეგად გარდაეცვალა.1922 წელს გაიცნო ქალთა ჟურნალის “ფუძინ კორონის” რედაქტორი ქალი – აკინო ჰატანო,რომელიც თავის მხრივ დაოჯახებული გახლდათ.მათ შორის მალე გაჩაღდა “სასიყვარულო რომანი”,რომელიც მალევე გაიგო აკინოს ქმარმა.იმისათვის,რომ მათი სიყვარულისათვის “ხელი არავის შეეშალა”,გადაწყვიტეს ორივეს – ტაკეოსაც და აკინოსაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინათ,რაც 1923 წლის 9 ივლისს აღასრულეს კიდეც ერთად.მათ თავი ჩამოიხრჩვეს.
2. ვიტოლდ აშმარინი (1882-1930 წლები) – რუსი მწერალი,კინემატოგრაფი და სახელმწიფო მოხელე,ძალიან დამოკიდებული გახლდათ ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინზე”,რამაც მას ცხოვრება სააბოლოოდ გაუნადგურა,რის შედეგადაც 1930 წლის 2 მარტს,მოსკოველი სიმბოლისტების ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილას “პეტროვის პარკში”,პისტოლეტის გამოყენებით,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
3. კონრად ბაიერი (1932-1964 წლები) – გამოჩენილი ავსტრიელი მწერალი,პოეტი და დრამატურგი,1964 წლის 10 ოქტობმერს,დაუდგენელი მიზეზებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
4. იოჰანეს ბარბარუსი (1890-1946 წლები) – ცნობილი ესტონელი მწერალი,პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე,თავისივე რეზიდენციის აბანოში,პისტოლეტის გამოყენებით ასრულებს სიცოცხლეს.
5. მარგარეტ ფერლეს ბარბერი (1869-1901 წლები) – გამოჩენილი ინგლისელი მწერალი ქალი,რომელიც თავის ნაწარმოებებს “მაიკლ ფერლესის” ფსევდონიმით აქვეყნებდა,სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ჯანმრთელობის მხრივ დიდ პრობლემებს გადააწყდა და საშინელი ტკივილებისაგნ იტანჯებოდა.მისი სხეული მოდუნდა და ფაქტიურად პარალიზებული გახდა,რის გამოც მარგარეტმა უარი განაცხადა საკვების მიღებაზე და 9 დღიანი მშრალი შიმშილობის შემდეგ,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
6. ტომას ბედოუსი (1803-1849 წლები) – გამოჩენილი ინგლისელი პოეტი,რომანტიკოსი და დრამატურგი,ავტორი საყოველთაოდ ცნობილი რომანისა – “იმპროვიზატორი”,რამდენჯერმე ეცადა თვითმკვლელობის ჩადენას,თუმცა ყოველ ჯერზე გადარჩა.ამ მიზეზის გამო მას საკუთარი ოჯახი “ხელიდან წასულადაც” კი მოიხსენიებდა. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოო ჯამში ბედოუსმა,1849 წლის 26 იანვარს,შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ყოფნისას დიდი ოდენობით შხამის მიღების შედეგად,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
7. კონსტანტინ ბიბლი (1898-1951 წლები) – გამოჩენილი ჩეხი სურეალისტი მწერალი,რომელიც 1951 წლიდან “პანკრეატიტის” საშინელი დაავადებით იტანჯებოდა,ვეღარ გაუძლო მისგან გამოწვეულ საშინელ ტკივილებს და ამავე წლის 12 ნოემბერს,53 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
8. რექს ბიჩი (1877-1949 წლები) – ცნობილი ამერიკელი მწერალი და სპორტსმენი (წყალბურთელი),რომელიც სენტ-ლუისის 1904 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბრინჯაოს მფლობელი გახლდათ წყალბურთში,მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა,რის გამოც მისი გარდაცვალებიდან 2 წელიწადში,1949 წლის 7 დეკემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
9. ბოჟიდარი,იგივე ბოგდან გორდეევი (1894-1914 წლები) – ცნობილი რუსი პოეტი,1914 წლის 7 სექტემბერს ხარკოვის ტყეში იპოვეს ჩამომხრჩვალი და როგორც ვარაუდობენ მან თავი პირველი მსოფლიო ომის დაწყებისაგან მიღებული სტრესის გამო მოიკლა.
10. კარინ ბოიე (1900-1941 წლები) – გამოჩენილი შვედი მწერალი ქალი,მამაკაცებთან რამდენიმე უიღბლო სასიყვარულო რომანის შემდგომ,გერმანელ ემიგრანტ ქალზე (რომელთან ერთადაც ერთ ბინაში ცხოვრობდა) მარგო ჰანელზე გახდა შეყვარებული.თუმცა თავად მარგო ჰანელს სხვა ქალთან – ანიტა ნატჰორსტთან ჰქონდა “ურთიერთობა” და ის უყვარდა.შესაბამისად მან კარინს “სასიყვარულო ურთიერთობაზე” უარი განუცხადა.მოგვიანებით ანიტას “კიბოს” დაავადება აღმოაჩნდა.მაშინ როდესაც კარინმა გაიგო,რომ ანიტას კიბო ჰქონდა (რის გამოც მარგო დიდ დეპრესიაში აღმოჩნდა),კარინაზე იმდენად იმოქმედა ამ მოვლენამ,რომ მისმა სულიერმა კრიზისმა “აპოგეას” მიაღწია და გიოტებორგთან ახლოს მდებარე ტყეში,1941 წლის 24 აპრილს საძილე აბების გადამეტებული დოზის მიღების შედეგად,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.გარდაცვლილს აღმოაჩნდა მომცრო ზომის ბარათი,რომელშიც ეწერა:
“მე,მწამს,რომ შეყვარებული ადამიანი თავისი სიყვარულისათვის უკანვე იღებს იმდენივე სიყვარულს,რამდენსაც გასცემს, – თუმცა არა იმისგან ვინც უყვარს,არამედ თავად სიყვარულისგან”.
P.S. კარინ ბოიეს გარდაცვალების შემდგომ ორ თვეში,სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა მარგო ჰალენმაც,ხოლო მომდევნო სამ თვეში გარდაიცვალა ანიტა ნატჰორსტიც. (ავტორი გენია.ჯი)