ფარაონის ამენემჰეტ I-ის დარიგებანი შვილისადმი…
“ღვიძლი ძმაც იყოს,ნუ ენდობი,მეგობრებთანაც სიფრთხილე გმართბეს,ნუ უახლოვდები ნურავის,საჭიროების გარეშე,ძილშიც კი თავს გაუფრთხილდი,რამეთუ არაა სანდო განსაცდელში მსახურიც შენი.გულღიად ვხვდებოდი მქონესაც და არმქონესაც.მაგრამ ვინც ჩემი პური ჭამა,იმანვე აღმართა ჩემზე ხელი.ვისაც ხელი გავუწოდე,ის ამეშალა.
როცა გული ჩემი ძილმა წაიღო,ანაზდად შემოსასვლელში იარაღის ჟღარუნი გაისმა და ჩემი სახელი ახსენეს.მაშინ დავემსგავსე გველს,მიწის ნაშიერს,უდაბნოში რომ სისინებს… მყისვე რომ მეშიშვლა მარჯვენით იარაღი,საჭურისებს გავფანტავდი,მაგრამ არა აქვს ძალა ღამის წყვდიადში გამოღვიძებულს და მარტოხელა კაცი მეომარი არაა.უბედურება მეწვია უმალ,ვიდრე სასახლეში ჩემს მემკვიდრედ აგამაღლებდი. (ავტორი გენია.ჯი) შვილია ბურჯი მამისა.სამამაცო საქმეში ტოლი არა მყავდა,მაგრამ მოულოდნელად მეწვია უბედურება,რადგან მარტო ვიყავი… ლომებს ვათვინიერებდი და ნიანგები დამყავდა.უაუტის ქვეყანა დავიმორჩილე,მაჯაის ქვეყანა ავიღე და აზიატები განვდევნე,ვითარცა ქოფაკნი.მე აღვმართე სასახლე და შევამკე ოქროთი მისი პალატები.ჯალაბობა კი ამეშალა.უფრთხილდი და მზად იყავი განსაცდელისათვის.უმეცარმა არ იცის,რომ შვილი – მამის ენაა.ბედნიერ საათს გამიჩნდი და გული ჩემი შენა ხარ,შვილო,ყოვლის მპყრობელო.ჩემი ნავი მიცვალებულთა სამეფოს საზღვებს დაუახლოვდა.გაასრულე ჩემი საქმე… ააგე ძეგლები,გაანადგურე მტრები,არ მინდა მათი გამოჩენა შენი დიდების გვერდით”. (ავტორი გენია.ჯი)