“წითელი ქმერების” მიერ განხორციელებული გენოციდის ოქმი….
წითელი ქმერები – წარმოადგენდნენ ერთ-ერთ უსაშინლეს და დაუნდობელ შეიარაღებულ კომუნისტურ მოძრაობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე კამბოჯაში (ყოფილი – კამპუჩია).1968 წელს,პოლ პოტის მიერ შექმნილ იქნა ეთნიკური ქმერებისაგან დაკომპლექტებული სამხედრო ორგანიზაცია,რომლის არაოფიციალური სახელწოდება გახლდათ – წითელი ქმერები.მათ მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე კამბოჯაში განვითარებულ სამოქალაქო ომში.აღნიშნულ მოძრაობაში გაწევრიანებული გახლდნენ რადიკალურად განწყობილი კომუნისტი ქმერები და 12-15 წლის ბავშვებიც კი.1975 წლის 17 აპრილს წითელმა ქმერებმა აიღეს პნომპენი,რა დროსაც დამხობილ იქნა ქმერების რესპუბლიკის პრეზიდენტის მარიან ლონ ნოლას ხელისუფლება და ძალაუფლება თავად იგდეს ხელთ. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ჩამოყალიბება იმ კომუნისტი-მაოისტების – “წითელი ქმერების” ტოტალური მმართველობითმა რეჟიმმა,რომელმაც “სისხლის მდინარეები” ადინეს ქვეყანაში.მათი სასტიკი მმართველობა 1979 წელს,მას შემდეგ შეწყდა,რაც კამბოჯა ვიეტნამის ჯარებმა დაიავეს.მიუხედავად იმისა,რომ წითელ ქმერებს ზურგს კომუნისტური ჩინეთი უმაგრებდა,ისინი მაინც დამარცხებულ იქნენ.წლების გასვლის შემდგომ,არაერთი სასამართლო იქნა გამართული წითელი ქმერების რიგი ლიდერების წინააღმდეგ.მათ ბრალი ედებოდათ “გენოციდში” და სხვა რიგ სასტიკ დანაშაულებებში.ერთ-ერთ სასამართლოს ოქმში,რომელიც წარდგენილ იქნა პოლ პოტის,იენგ სარის და კჰიე სამპჰანას მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე კამპუჩიელი ხალხის წინააღმდეგ,შემდეგი ფაქტები ეწერა:
“წითელმა ქმერებმა და ზოგადად პოლ პოტელებმა,დანაშაულში ოფიციალურად ბრალი დასდეს 1 160 307 ადამიანს. 1975-1978 წლებში კამბოჯაში,წითელი ქმერების მიერ მოკლულ იქნა 2 746 105 ადამიანი.მათ შორის 1 927 061 გლეხი,25 168 ბერი და სასულიერო პირი,48 359 ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი,305 417 სხვადასხვა პროფესიის ადამიანი,100 მწერალი და ჟურნალისტი,უცხოეთის მოქალაქეები.ისინი ანადგურებდნენ ბავშვებსა და მოხუცებს.დაკარგულად მიიჩნევა 568 663 ადამიანი,რომელთაგან უმრავლესობა ან ჯუნგლებში გაუჩინარდა,ან წითელი ქმერების მიერ მოწყობილ მასობრივ საფლავებში არიან დაკრძალულნი.ასეთი მასობრივი საფლავები აღმოჩენილ იქნა კამპოჩანგის აეროპორტის რაიონში,სიემრეაპასთან და დანგრეკის ქედთან.წითელი ქმერების მიერ ადამიენები მოკლულ იქნენ შემდეგი მეთოდებით – ცოცხლად დამარხვა,დაწვა,ნაწილ-ნაწილ აქნა,დენის საშუალებით,მოწამვლით,დახვრეტებით,ჩაქუჩებისა და ხელკეტების მეშვეობებით.გარდა ამისა ადამიანებს აგლეჯინებდნენ ნიანგებს,უვლიდნენ მუხლუხიანი ტრაქტორებით და აწამებდნენ უსაშინლესი მეთოდებით.აუპატიურებდნენ ქალებს.პოლ პოტის რეჟიმმა დააინვალიდა 141 848 ადამიანი.200 000-ზე მეტი ბავშვი დატოვა ობლად.ცოცხლად გადარჩენილები კი ფიზიკურად სრულიად იყვნენ გამოფიტულები.უამრავი ძალადობის შედეგად გაუბედურებულ და დანგრეულ იქნა ათასობით ოჯახი.პოლ პოტის რეჟიმის მიერ მიწასთან გასწორებულ იქნა 634 522 შენობა-ნაგებობა.მათ შორის 5 857 სკოლა,796 ჰოსპიტალი,ლაბორატორია და სამედიცინო პუნქტი.1 968 ტაძარი,დაანგრიეს ან კიდევ ციხეებად გადააკეთეს. მიწასთან გაასწორეს 108 მეჩეთი.წითელმა ქმერებმა მოსპეს მთელი სოფლის სამეურნეო ინსტრუმენტებიც კი.გაანადგურეს 1 507 416 მსხვილფეხა პირუტყვი”. (ავტორი გენია.ჯი)