გრიგოლ ორბელიანისეული “სიტყვის” განსაზღვრება…

“სიტყვა არის პირველი მიზეზი სწავლისა და განათლების მოფენისა ქვეყანაზე: სიტყვამ გამოიყვანა კაცი ველურისა მდგომარეობისაგან: სიტყვამ დაუმშვიდა მას მხეცური გული,ჰყო იგი ლმობიერ,მოსცა შებრალება და აღიყვანა სახიერებისა სიმაღლედ,სადაც სუფევს მეუფება სიყვარულისა და მოწყალებისა! აწცა სიტყვისავე ძალითა ირყევა ქვეყანა! სიტყვა გამოთქმული ჭეშმარიტებისა,არის უკვდავი და მოქმედ მრავალ ჟამს!..

დაირღვნენ ეგვიპტისა პირამიდები,ბაბილონი შთანთქა მიწამ,მაგრამ სიტყვა,თქმული მოსესაგან,ჯერეთცა არის ცოცხალ და მფლობელობს ქვეყანაზე ვითარცა სჯული,სიტყვამ დააყენა კაცი მაღალსა მას დიდებისა ხარისხზედ,საიდამაც აწ ხელწმწიფურად ჰბრძანებს და ბრძანებასა მისსა მორჩილებითა ისმენენ ჰაერი,ცეცხლი,ოკეანე,სიტყვა არის ძალი მღვთაებრივი,რომლისა შემწეობით კაცი შეიქმნა მეფედ ქვეყნისა!” (ავტორი გენია.ჯი)