ჰენოთეიზმი
ჰენოთეიზმი – ბერძნული წარმომავლობის მქონე ტერმინია და აღნიშნავს “ერთ ღმერთს”.იგი წარმოადგენს პოლითეიზმის ისეთ ფორმას,სადაც ერთი ღმერთია,ისე,რომ,ღმერთი რომლის თაყვანისცემაც მოცემულ მომენტში ხდება,ისეთ ერთადერთ ღმერთად აღიქმება,რომელშიც სხვა ღმერთების თავისებურებებია თავმოყრილი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ჰენოთეიზმად მიიჩნევენ რწმენას,რომლის მიხედვითაც,არსებობს ერთდროულად ერთი ტრანსცენდენტური ღმერთი, და სხვა ღმერთებიც,რომლებიც ამ ღმერთისგან გამომავალ ინტერპრეტირებულ ვარიანტებს წარმოადგენენ.ასეთ შემთხვევაში თაყვანისცემა მიმართულია მეორეული ღმერთებისადმი.ტერმინი – ჰენოთეიზმი,თავდაპირველად ხმარებაში შემოტანილ იქნა XIX საუკუნეში,გერმანული წარმომავლობის მქონე დიდი ინგლისელი ფიზიოლოგის,ლინგვისტის,ინდოლოგისა და მითოლოგის – ფრიდრიხ მაქს მიულერის (1823-1900 წლები) მიერ.ჰენოთეიზმს ვხვდებით ისეთ ფილოსოფიურ სწავლებებშიც კი,როგორებიც არის – ნეოპლატონიზმი,ინდუიზმი და სხვა.ჰენოთეიზმს განიხილავენ ერთ-ერთ გადასასვლელ საფეხურად პანთეიზმსა და მონოთეიზმს შორის. (ავტორი გენია.ჯი)