ნიკო ნიკოლაძის სიტყვა თანამემამულეებისა და სამშობლოსადმი…
“მას აქეთ,რაც მე ჩემს თავს ვიცნობ,მე ერთი წადილის მეტი არა მქონია,ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიცია… მე შენ მიყვარდი,შენ მწამდი,შენ გემსახურებოდი,ავად თუ კარგად,როგორც შემეძლო,როგორც ჭკუა მიჭრიდა… მე დამივლია მთელი ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში,ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები,მაგრამ ყოველგან და ყოველთვის,სადაც კი ვყოფილვარ,ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება,შენთვის სამსახური,შენი სარგებლობა.არც საფრანგეთის ამაღელვებელ და აღმტაცებელ საზოგადოებას,არც იტალიის მშვენიერებას,არც შვეიცარიის თავისუფლებას არასოდეს,არც ერთი წამის განმავლობაში არ მოუხიბლავს ჩემი გრძნობა და გული,არ შეუცდენივარ და არ მიუზიდივარ,თუმცა ახალგაზრდა კაცის გულზე გვარიანი გავლენა აქვს იქაური დიდი სახელის და დიდი გავლენის იმედს… იმის მაგიერ,რომ იქაურს ცხოვრებას მივებარე და სხვებივით დამევიწყა ჩვენი ერთი ნამცეცა ქვეყანა,ჩვენი ყველასაგან უცნობი ხალხი,მე ნიადაგ შენზე ვფიქრობდი,რომ სადმე,როგორმე,სადაც კი ყოფილიყო,შენთვის ცოტაოდენი სარგებლობა მაინც მომეტანა”. (ავტორი გენია.ჯი)