იცით თუ არა,რომ
1. მუსიკის მუდმივად სმენის მოთხოვნილებას – ლიზტომანია ეწოდება.
2. მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს აფრიკულ ქვეყანაში – სომალიში,ამა თუ იმ ადამიანის სიმდიდრე განისაზღვრება არა ფულით,არამედ აქლემების რაოდენობით.თუკი,რომელიმე სომალელს 10 ან მეტი აქლემი ჰყავს,ამ შემთხვევაში იგი მდიდარ ადამიანად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)
3. მიუხედავად იმისა,რომ ისლანდიის მოსახლეობა,პროცენტული მაჩვენებლებით ყველაზე მეტ იარაღს ფლობს,აღნიშნულ სახელმწიფოში დანაშაულის დონე ყველაზე დაბალი მაჩვენებლით განისაზღვრება მსოფლიოში.
4. ამერიკის შეერთებული შტატების პერზიდენტის – ჯონ ფიცჯერალდ კენედის ქალიშვილს – კეროლაინ კენედის,ცივი ომის დასრულებისას და ამერიკა-საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობის დარეგულირებისას,საბჭოთა გენსეკის – ნიკიტა ხრუშჩოვის ინიციატივით საჩუქრად გადასცეს კოსმოსში გაშვებული პირველი ძაღლის – ლაიკას ლეკვი.
5. დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი – უილიამ იუარტ გლადსტონი (1809-1898 წლები) ჩაის დიდი მოყვარული გახლდათ.იგი აღნიშნული სასმელის შესახებ წერდა: “თუკი გცივათ – ჩაი გაგათბობთ.თუკი გცხელათ – გაგაგრილებთ.თუკი გულნატკენი ხართ – განუგეშებთ.თუკი აღფრთოვანებული ხართ – დაგამშვიდებთ”.
6. Bloomberg-ის მონაცემების თანახმად,პროცენტული მაჩვენებლებით მსოფლიოში,ყველაზე მეტ ალკოჰოლს ბელორუსის მოსახელობა მოიხმარს.მეორე ადგილს უკრაინა,ხოლო მესამეს ესტონეთი იკავებს.
7. ერთ-ერთ აფრიკულ ქვეყანაში – მაროკოს სამეფოში,მას შემდეგ რაც ტახტს ახალი მეფე იკავებს,ქვეყნის ეროვნული ვალუტის – დიჰრამის ბანკნოტებზე,ყოველთვის ახალი მეფის პორტრეტებს გამოსახავენ.
8. ანტიკური ხანის ბერძნებს ღმერთისგან უმაღლეს ჯილდოდ – “ზომიერება” მიაჩნდათ. (ავტორი გენია.ჯი)
9. გენიალური ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე – პიერ ოგიუსტ რენუარი,1919 წლის 3 დეკემბერს,გამთენიისას ძილში გარდაიცვალა.
10. მსოფლიო ისტორიაში,ერთ-ერთი უდიდესი ორატორი და დიდი ძველბერძენი სახელმწიფო მოღვაწე - დემოსთენე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები) – “ენა-ბლუ” იყო.