იური ანდროპოვის შესახებ….
მას შემდეგ,რაც მოსკოვის სიახლოვეს მდებარე ზარეჩიეს სამთავრობო დაჩაზე,1982 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი – ლეონიდ ბრეჟნევი,პირველი უმაღლესი სამთავრობო პერსონა,რომელიც გარდაცვლილი გენსეკის ოთახში შევიდა,გახლდათ სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი – იური ანდროპოვი.იგი მდუმარედ შევიდა ბრეჟნევის კაბინეტში,რა დროსაც აიღო კეისი და ისე რომ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს არავისთვის,სასწრაფოდ გაეცალა ზარეჩიეს სამთავრობო აგარაკს.მოგვიანებით,იგი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად მეორედაც გამოცხადდა იმავე აგარაკზე,თუმცა თავი ისე ეჭირა,თითქოს ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ პირველად ეწვია აღნიშნულ ობიექტს. (ავტორი გენია.ჯი) როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი,იმ კეისში,რომელიც ანდროპოვმა გარდაცვლილი გენსეკის კაბინეტიდან წაიღო,ინახებოდა ყველა იმ დროინდელი მაღალჩინოსნის (პოლიტბიუროს წევრების) მაკომპრომიტირებელი მასალები.
იური ანდროპოვი ძალიან კარგად ერკვეოდა ხელოვნებასა და ლიტერატურაში.განსაკუთრებით იტაცებდა “აბსტრაქტული” ხელოვნება და მრავალ ტილოსაც ყიდულობდა აღნიშნული სახვითი მიმდინარეობისა.მის სამუშაო მაგიდაზე კი,არაერთხელ შეუნიშნავთ ისეთი დიდი ფილოსოფოსების წიგნები,როგორებიც იყვნენ – ჰეგელი და დეკარტი.როდესაც მას ჰკითხეს,თუ რაში სჭირდებოდა აღნიშნული ლიტერატურის წაკითხვა,ანდროპოვმა უპასუხა: “მჭირდება იმისათვის,რაზეც უნდა გელაპარაკოთ”.
პირველი ქორწინებიდან (რა დროსაც დაქორწინებული გახლდათ ნინა ელგანიჩევაზე) ორი შვილი ჰყავდა – ვლადიმერი და ევგენია.როგორც ლეონიდ ბრეჟნევის შვილიშვილი ანდრეი ბრეჟნევი ირწმუნებოდა,ანდროპოვს განსაკუთრებით არ მოსწონდა მისი ბიოგრაფიის იმ პერიოდის გახსენება,რომელიც სწორედ პირველ ქორწინებას უკავშირდებოდა, და ამ დროს იგი ქაღალდივით ფითრდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ვლადიმერი ბავშვობიდანვე ჰეპატიტით იყო დაავადებული.მას შემდეგ,რაც მშობლები გაცილდნენ,მან ალკოჰოლის სმა დაიწყო,არ მუშაობდა და დებოშებსაც ხშირად ტეხდა.იგი 35 წლის ასაკში ღვიძლის ცეროზით გარდაიცვალა.გარდაცვალებამდე კი საავადმყოფოში იწვა.როგორც ცნობილია,ვლადიმერის მამა,რომელიც “წითელი იმპერიის” ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამდებობის პირი იყო,საკუთარი ვაჟი არც საავადმყოფოში მოუნახულებია და არც მის დაკრძალვას დასწრებია,რადგან ანდროპოვი სწორედ მას მიიიჩნევდა ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ადგილად,პარტიულ აპარატთან ბრძოლაში.შესაბამისად,იგი შვილს ყოველთვის გაურბოდა და მასთან კონტაქტსაც ერიდებოდა.
იური ანდროპოვი განთქმული იყო,დისიდენტების წინააღმდეგ ბრძოლით.სწორედ მისი პირადი ინიციატივით განხორციელდა სოლჟენიცინისა და სახაროვის გადასხლება და დაკავება.იგი გახლდათ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლის ის “ნატურალური” სახე,რომელზეც იდგა მსოფლიოს უზარმაზარი იმპერია.მისთვის მხოლოდ ერთადერთი რამ იყო მნიშვნელოვანი და მას სახელად – “უმაღლესი სახელისუფლებო ძალაუფლება” ერქვა,რასაც ლეონიდ ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ მიაღწია კიდეც,თუმცა “მწვერვალზე” ყოფნა დიდხანს არ დასცალდა,რადგან 1984 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)