მისალმების ეტიკეტის დარღვევა…
The Register-ის ცნობის თანახმად,აღმოსავლეთ აზიაში მდებარე სამხრეთ კორეის რესპუბლიკის რიგით მე-11 პრეზიდენტის,ქალბატონი – პაკ კინ ხესა და კომპანია Microsoft-ის ამერიკელი ფუძემდებლის,საყოველთაოდ ცნობილი მილიარდელის – უილიამ ბილ გეიტსის,შეხვედრის კადრებმა,ამ უდიდესი ტრადიციების მქონე ქვეყანაში განსაკუთრებული აჟიოტაჟი,სკანდალი და შოკიც კი გამოიწვია.უამრავმა სამხრეთ კორეულმა საინფორმაციო სააგენტომ ბილ გეიტს ბრალი დასდო “უხეშ ჟესტსა” და “უპატივცემულობაში”.მაინც რა მოხდა ისეთი,რასაც სამხრეთ კორეის სატელევიზიო სივრცეში ტოკ-შოუებიც კი მიეძღვნა? საქმე გახლავთ ის უმნიშვნელოვანესი სამხრეთ კორეული ეტიკეტი,რომელიც სავალდებულოა ყოველი ადამიანისათვის,როდესაც საქმე ეხება მაღალი სოციალური სტატუსის მქონესათვის ხელის ჩამორთმევის წესს.ბილ გეიტს სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ქალთან – პაკ კინ ხესთან შეხვედრისას,მარცხენა ხელი შარვლის ჯიბეში ჰქონდა ჩადებული,რაც უდიდეს შეურაცხყოფად იქნა მიჩნეული.
სამხრეთ კორეაში,ხელის ჩამორთმევის განსაკუთრებული წესი მოქმედებს და იგი დამოკიდებულია,ამა თუ იმ ადამიანის სოციალურ სტატუსზე.თუკი ცალი ხელით მიესალმებით თქვენივე რანგის ადამიანს (თანატოლს და ასე შემდეგ),ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ წარმოიქმნება.მაგრამ თუკი მაღალი სოციალური სტატუსის მქონეთ,ან ასაკით უფროსებს ესალმებით,მაშინ ამისათვის ორივე ხელი გამოიყენება მისასალმებლად,მათდამი პატივისცემის ნიშნად.გასათვალისწინებელია ისიც,რომ ამ დროს,იმ ადამიანს,რომელსაც ხელს ართმევთ,აუცილებლად თვალებში უნდა უყურებდეთ.თუმცა აქვეა აღსანიშნავი ისიც,რომ ასეთ ეტიკეტებს ბილ გეიტსი არასოდეს იცავს და ჯიბეში ხელჩაწყობილი მისალმება,მის “სავიზიტო ბარათსაც” კი წარმოადგენს.მიუხედავად დიდი აჟიოტაჟისა,თავად სამხრეთ კორეის პრემიერი,ამ ფაქტს საკმაოდ მშვიდად და გაგებით შეხვდა.პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი,ქვეყნის მოსახლეობისადმი სპეციალურად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: “ბილ გეიტსი ადამინებს ასეთი სახით ესალმება.ჩათვალეთ,რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში,ასეთი სახით მისალმება ჩვეულებრივი,ყოველდღიური მისალმების წესია”. (ავტორი გენია.ჯი)