ერნესტ რეზერფორდი – “ეპიზოდი”
ახალზელანდიური წარმომავლობის მქონე,დიდმა ბრიტანელმა ფიზიკოსმა და “ბირთვული ფიზიკის მამად” წოდებულმა მეცნიერმა - ერნესტ რეზერფორდმა (1871-1937 წლები),რომელმაც პირველმა შექმნა “პლანეტარული მოდელი ატომისა”,ერთ საღამოს საკუთარ ლაბორატორიაში შეიარა.მიუხედავად იმისა,რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო,ლაბორატორიაში გადაეყარა მის ერთ-ერთ მოსწავლეს,მისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეებიდან. (ავტორი გენია.ჯი) გაკვრვებულმა მეცნიერმა,რომელიც მას იმ დროს ლაბორატორიაში არ ელოდა,მოსწავლეს ჰკითხა;
” – რას აკეთებთ აქ ასე გვიან?
- ვმუშაობ, – გასცა მოსწავლემ პასუხი.
- დღისით რაღას აკეთებთ?
- რაღა თქმა უნდა დღისითაც ვმუშაობ. უპასუხა მოსწავლემ.
- დილით,უთენიაც მუშაობთ?
- დიახ,პროფესორო,დილით უთენიაც ვმუშაობ, – იყო პასუხი მოსწავლისა,რომელიც მიჩნევდა,რომ ამ პასუხებით დიდი მეცნიერის შექებას დაიმსახურებდა.თუმცა მისდა გასაოცრად პირიქით მოხდა,რადგან მოღუშული და გაბრაზებული რეზერფორდისაგან საკმაოდ მრავალმნიშვნელოვანი კითხვა მიიღო:
- მისმინეთ,ფიქრით როდისღა ფიქრობთ?”