წიგნიდან – „მაო ძედუნის ციტატები”

1. „ატომური ბომბი – გახლავთ ქაღალდის ის ვეფხვი, რომლითაც ამერიკელი რეაქციონერები ადამიანებს აშინებენ. ერთი შეხედვით ის მართლაც საშინელი გეჩვენება, თუმცა რეალურად არც თუ ისე საშინელია. რაღა თქმა უნდა – ატომური ბომბი მასობრივი განადგურების მქონე იარაღია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ბრძოლის ბედს წყვეტს არა ერთი-ორი ახალი სახის იარაღი, არამედ ესა თუ ის ერი”.

* * *

2. „ჩვენ აუცილებლად შევისწავლით იმას, რაც არ ვიცით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი უნარი არა მარტო გავანადგუროთ ძველი მსოფლიო, არამედ ავაგოთ ახალიც”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

3. „კულტურის არ მქონე არმია – ბნელი არმიაა. ასეთ არმიას კი არანაირად არ ძალუძს გამარჯვებები მოიპოვოს მტერზე”.

* * *

4. „ლიტერატურული და მხატვრული კრიტიკა ორი კრიტერიუმისაგან შედგება: პოლიტიკური და მხატვრული”.

* * *

5. „ახალგაზრდებო! ეს სამყარო გეკუთვნით თქვენ. ჩინეთის მომავალი თქვენს ხელშია!”

* * *

6. „აუცილებელია შეგვეძლოს კადრების სწორად შეფასება და შერჩევა”.

* * *

7. „როდესაც კომუნისტი ხალხის მასაში მუშაობ, ვალდებული ხარ იყო მათი მეგობარი და არა ხელმძღვანელი, უნდა იყო მასის დაუღალავი მასწავლებელი და არა ბიუროკრატი-პოლიტიკოსი”.

* * *

8. „ჩვენ გაგვაჩნია ისეთი მარქსისტურ-ლენინური იარაღი, როგორიც არის – კრიტიკა და თვითკრიტიკა”.

* * *

9. „ის, რომ ხანდახან აკეთო სიკეთე – რთული არ არის. თუმცა ძალიან რთულია მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდე მხოლოდ სიკეთეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

10 „თითოეული საქმის კეთების დროს აუცილებელია ტვინი ვაიძულოთ, რომ მან გამართულად იმუშაოს”.