საინტერესო ფაქტები “არჩევნების” შესახებ…
არჩევნებს რომ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისათვის განუზომელი როლი აკისრია,ფაქტია.სწორედ არჩევნების დღეს ხდება თითოეული ამომრჩეველი,ქვეყნის ბედ-იღბლის გადამწყვეტი.აღნიშნული მოვლენისადმი,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში,მოქალაქეებისა და თავად სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულებებია. (ავტორი გენია.ჯი) რიგ სახელმწიფოებში,თუ მოქალაქეები პასიურობენ,რიგ სახელმწიფოებში მეტად დიდი აქტიურობით გამოირჩევიან.ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში – ბელგიაში,განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არჩევნებში ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობას.იმ შემთხვევაში თუკი ქვეყნის მოქალაქე არასაპატიო მიზეზით თავს აარიდებს არჩევნებში მონაწილეობას,ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად ჯარიმდება 50 ევროიანი ჯარიმით.განმეორების შემთხვევაში 125 ევროიანი ჯარიმით,ხოლო მეოთხე შემთხვევაში 10 წლის ვადით ერთმევა ხმის მიცემის უფლების გამოყენება.გარდა ამისა,გარკვეული პერიოდის მანძილზე ეკრძალება სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა.
ჯარიმების სისტემა არსებობსაზიურ ქვეყანაში – პაკისტანში,სადაც არჩევნებისადმი გულგრილი დამოკიდებულება ისჯება ჯარიმით 60 $-ის ექვივალენტით.არჩევნების მიმდინარეობისას,დადგენილი წესის დარღვევისათვის კი,შესაძლოა მოქალაქე დაისაჯოს 5 წლის თავისუფლების აღკვეთითაც.გარდა ზემოაღნიშნული ქვეყნებისა,არჩევნებში არასაპატიო მიზეზით მონაწილეობის არ მიღებისათვის მოქალაქეები ჯარიმდებიან (25$-დან 70$-მდე) საბერძნეთში,ბრაზილიაში,არგენტინაში,გერმანიაში,ავსტრიაში,კიპრზე,ლუქსემბურგში და სხვა ქვეყნებში.
1998 წელს,ამერიკის შეერთებული შტატებში მდებარე ნიუ-მექსიკოს შტატში დაფიქსირდა მართლაც უნიკალური შემთხვევა.ქალაქ ესტანსიას მერობის კანდიდატებმა – ჯეიმზ ფერინგტონმა და ჯოან კარლსონმა,არჩევნებში თანაბარი ხმების რაოდენობა მიიღეს. (ავტორი გენია.ჯი) მეორე ტურში გადასულმა პრედენდენტმა – ფერინგტონმა,მოწინააღმდეგეს შესთავაზა ქალაქის მერის პოსტის დაკავებისათვის ერთმანეთში წარემართათ აზარტული თამაში – პოკერი.მოლაპარაკების ტანახმად გამარჯვებულს უნდა დაეკავებინა მერის პოსტი.მათ შორის შემდგარ თამაშში გამარჯვება ჯოან კარლსონმა მოიპოვა და დაიკავა კიდეც ქალაქ ესტანსიას მერის პოსტი.
თუკი არჩევნების დღეს,დემოკრატიის სამშობლოში – საბერძნეთის მოქალაქე აღმოჩნდება საზღვარგარეთ,მაშინ იგი ვალდებულია ხმა მისცეს მანამ,სანამ ქვეყნის ფარგლებს დატოვებს.თუკი იგი თავს აარიდებს მასში მონაწილეობის მიღებას,მის მიმართ ხორციელდება რიგი სერიოზული სანქციები.აღნიშნულ სანქციების მიხევით,შესაძლოა გამოყენებულ იქნა პატიმრობა ერთი თვიდან ერთ წლამდე ვადით.გარდა ამისა კარგავს სამსახურსაც.
ავსტრალიაში 1924 წელს მიღებული კანონმდებლობის თანახმად,ქვეყნის ყველა მოქალაქე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.კანონის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე ისჯება ჯარიმით 13 ავსტრალიური დოლარის ოდენობით.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ ავსტრალიაში გამართულ ამა თუ იმ არჩევნებში,საშუალოდ ამომრჩეველთა 90% იღებს მონაწილეობას.
არგენტინაში არჩევნებში მონაწილეობა,სავალდებულოა ქვეყნის მოქალაქეებისათვის.თუკი მოქალაქე არასაპატიო მიზეზით თავს აარიდებს მასში მონაწილეობის მიღებას,ამ შემთხვევაში იგი შესაძლოა დაჯარიმდეს 20%-დან 200 $-მდე ჯარიმით.გარდა ამისა,ასეთ მოქალაქეს 3 წლის ვადით ერთმევა უფლება სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნისა.ანალოგიური სანქციები ვრცელდება ბრაზილიაშიც.
1997 წელს ლიბერიაში (სადაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი) გამართულ არჩევნებზე,ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საველე მეთაურმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა – ჩარლზ მაკარტურ განკაი ტეილორმა,თავის საარჩევნო ლოზუნგად გამოიყენა შემდეგი სიტყვები:
“მან მოკლა ჩემი დედა.მან მოკლა ჩემი მამა.მე ხმას ვაძლევ მას!”
P.S. აღსანიშნავია,რომ ამ გამაოგნებელი ლოზუნგის ავტორს ლიბერიის მოსახლეობის 75%-მა დაუჭირა მხარი,რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტი გახდა – ჩარლზ მაკარტურ განკაი ტეილორი. (ავტორი გენია.ჯი)