“ლიტერატორები – რომელთაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე”
1. გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959 წლები) – გენიალური ქართველი პოეტი და XX საუკუნის ქართული პოეზიის “მეფე”,1959 წლის 17 მარტს,თბილისში მდებარე საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოხტომით ასრულებს სიცოცხლეს.
2. პაოლო იაშვილი (1894-1937 წლები) – დიდი ქართველი პოეტი,მთარგმნელი და ესეისტი,მის ირგვლივ შექმნილი “წითელი ტერორის”-გან მიყენებული სტრესისა და დეპრესიის გამო,1937 წლის 22 ივლისს,სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს (თოფის გასროლით) მწერალთა კავშირის შენობაში.
3. არტურ ადამოვი (1908-1970 წლები) – გამოჩენილი ფრანგი პროზაიკოსი და დრამატურგი.1960-იან წლებსი მასიურად იწყებს ნარკოტიკების მოხმარებას,რის გამოც დაეწყო ფსიქოლოგიური აშლილობები და შეტევები.მოგვიანებით რამდენჯერმე იქნა გადაყვანილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სამკურნალოდ.1970 წლის 16 მარტს არტური,ბარბიტურატის გადამეტებული დოზის მიღების შედეგად,სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს (ჯგუფი სამკურნალო პრეპარატებისა,რომელიც მზადდება ბარბიტურატის მჟავისაგან და მისი ზედმეტი დოზით მოხმარება იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის სრულ განადგურებას).
4. ფრენსის ადამსი (1862-1893 წლები) – ცნობილი ანგლო-ავსტრალიელი მწერალი,პოეტი და ჟურნალისტი.1893 წლის 4 სექტემბერს,საკუთარ კაბინეტში დაუძახა მის მეპრე ცოლს – ედიტ გოლდსთოუნს,რომელთან თანდასწრებითაც პისტოლეტის გასროლით,თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. (ავტორი გენია.ჯი) როგორც მოგვიანებით ედიტმა აღიარა,მას ჰქონდა შესაძლებლობა ხელი შეეშალა მეუღლისათვის ამ საშინელი აქტის ჩადენაში,თუმცა არაფერი უღონია მის გადასარჩენად.მიუხედავად ამისა,მის წინააღმდეგ გამოძიებას ბრალი არ წაუყენებია.
5. იუბერ აკენი (1929-1977 წლები) – გამოჩენილი კანადელი ფრანგულენოვანი მწერალი,პუბლიცისტი,კინორეჟისორი და პოლიტიკური მოღვაწე.მწერალი,რომლის მიერ დაწერილი რომანი – “შემდეგი ეპიზოდი”,კანადური ლიტერატურის კლასიკად არის მიჩნეული,ცხოვრების უკანასკნელ ეტაპზე ძალიან აწუხებდა ფიქრები თვითგანადგურების შესახებ,რაც 1977 წლის 15 მარტს აღასრულა კიდეც.მან პისტოლეტიდან თავის არეში გასროლით,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.მანამდე კი დაწერა მცირე მოცულობის წერილი,რომელშიც ეწერა;
“მე ვიცხოვრე ძალიან დაძაბული ცხოვრებით და ახლა ამ ყველაფრისაგან ვთავისუფლდები”.
6. რიუნოსკე აკუტაგავა (1892-1927 წლები) – უდიდესი იაპონელი მწერალი და ახალი იაპონური ლიტერატურის კლასიკოსი,ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში ძლიერ იტანჯებოდა ნერვული შეტევებით,რის გამოც მუდმივად ფიქრობდა “სუიციდის ჩადენაზე”.ამ საკიტხს მან თავისი ნაწარმოები – “ცხოვრება იდიოტისა”-ც კი მიუძღვნა.1927 წლის 14 ივლისს,მწერალმა ბარბიტალის (სამკურნალო პრეპარატი,ძილის მომგვრელი და დამამშვიდებელი საშუალება) გადამეტებული დოზის მიღების შედეგად,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
7. ჟან ამერი (1912-1978 წლები) – დიდი ავსტრიელი მწერალი,ესეისტი და კინოკრიტიკოსი.ორი წლის შემდეგ (1978 წლის 13 ოქტომბერი),რაც დაწერა გახმაურებული რომანი – “თვითმკვლელობა”,ზალცბურგის ერთ-ერთ სასტუმროში,ბარბიტურატის გადამეტებული დოზის მიღების შედეგად,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
8. დიმიტრიე ანგელი (1872-1914 წლები) – ცნობილი რუმინელი პოეტი.მისი და შტეფან იოსიფის სიყვარულის ობიექტს ერთი ქალი – ნატალია ნეგრუ წარმოადგენდა.თავდაპირველად ნატალია ცოლად გაჰყვა შტეფანს,თუმცა მასზე განქორწინების შემდგომ ცოლად მიყვება დიმიტრიე ანგელს.ცნობილია,რომ ნატალია საკმაოდ აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა და ქმარი მუდმივად ეჭვების ქვეშ ჰყავდა მოქცეული.საყვარელი ქალის ღალატმა კი პოეტის ფსიქიკაზე იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა,რომ 1914 წლის 13 ნოემბერს,პისტოლეტის გასროლით,იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
9. ხოსე მარია არგედასი (1911-1969 წლები) – გამოჩენილი პერუელი მწერალი,მთარგმნელი და ეთნოგრაფი,რომლის შემოქმედებასაც უდიდეს პატივს მიაგებდა გენიალური პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი – მარიო ვარგას ლიოსა და რომლის საუკეთესო ნაწარმოებადაც დღემდე მიჩნეულია – “ღრმა მდინარეები” (თარგმნილია მრავალ ენაზე),ცხოვრების უკანასკნელ ეტაპზე დეპრესიითა და სტრესით იტანჯებოდა,რამაც 1969 წლის 2 დეკემბერს იგი პისტოლეტის გამოყენებით თვთმკვლელობამდე მიიყვანა კიდეც.
10. რეინალდო არენასი (1943-1990 წლები) – ცნობილი კუბელი პოეტი,დრამატურგი და პროზაიკოსი.1973 წელს,კუბაზე დაკავებულ იქნა ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით,რის გამოც მოროს ციხეში 2 წლით დაკეტეს.განთავისუფლების შემდეგ ემიგრირებულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში,სადაც მას 1987 წელს აღმოუჩინეს “შიდსი”.მიუხედავად უამრავი მკურნალობისა,იგი მაინც უმძიმეს ფიზიკურ მდგომარეობაში ჩავარდა,რის გამოც 1990 წლის 7 დეკემბერს,ბარბიტურატის გადამეტებული დოზის მიღების შედეგად,სიცოცხლე თვით მკვლელობით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი)