მორის ფოცხიშვილი – “ქვაზე ამოკითხული”

ვაი შენ წუთისოფელო,

დაგცადე ათასფერადა,_

შორით დაგდექ,

შორიდან

არა არ ღირდი ცქერადა.

ახლოს მოველ და

დამდაგე,

გამხადე დღეთა წერადა.

გავიქეც,გამომეკიდე,

გზა მომიქციე მტვერადა.

ცეცხლად მემკიდე,

მე კიდევ

დარდი ისედაც მკვერავდა,

ვერ იქნა გაგსწორებოდი,

ვერ იქნა,აუჰ ვერა და…

კლდე იყავ,

კენჭიც არ გქონდა

მოსარყევ-მოსამტვრევადა.