“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. „სიმართლის ძიება ხშირ შემთხვევაში, თავშესაფრის ძიებით მთავრდება”.
* * *
2. „რაც არ უნდა ელაქუცო ცხოვრებას, მაინც ვერ გადაურჩები მას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „არ არსებობს ცუდი პროდუქტი, არსებობენ ცუდი მზარეულები”.
* * *
4. „კეთილი ადამიანია ის, ვისაც არაფერი აბადია, თუმცა მოწადინებულია, რაც აქვს, ისიც სხვას გაუნაწილოს”.
* * *
5. „შემთხვევითობა – ჩვენი უმეცრების საზომია”.
* * *
6. „სულელი ამბობს რომ ჭკვიანია, ჭკვიანი კი მალავს, რომ სულელია”.
* * *
7. „თუ სიყვარულში ფულს გადაიხდი, მაშინ ხურდაზე უარი უნდა თქვა”.
* * *
8. „ქალი კალკულატორივითაა: გიმატებს პრობლემებს, გაკლებს დროს, გიმრავლებს ხარჯებს და გიყოფს ქონებას”.
* * *
9. „ხოხვისთვის დაბადებული ცაში ვერ იფრენს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „შენი ცხოვრების სიგრძეს ვერაფერს უზამ, სამაგიეროდ შეგიძლია მის სიღრმესა და სიგანეს მოუხერხო რამე”.