ფრანსისკო ფრანკოს მოსაზრებები…
1. „რაც არ უნდა მოხდეს, იქ, სადაც მე ვიქნები, კომუნიზმი არ იარსებებს”.
* * *
2. „მე არ მივიღებ მონაწილეობას არავითარ აქციებში ხელისუფლების წინააღმდეგ, ვიდრე ესპანეთში არ არსებობს საფრთხე კომუნიზმისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „მამაჩემი, რამდენი ნაკლიც არ უნდა უპოვოთ მას, ასეთი სულაც არ ყოფილა. მას ადამიანობა, გამბედაობა და კეთილშობილება მაინც გააჩნდა. მაგრამ ეს კაცუნები…”
* * *
4. „ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ყოველ სახლში იყოს შუქი და ყოველ ესპანელს ჰქონდეს ლუკმაპური. სახელმწიფო საქმეებს მივანდობთ ექსპერტებს და არა – პოლიტიკოსებს”.
* * *
5. „ჩემთვის შეიძლება სახიფათოც კი იყოს რთული სამხედრო ოპერაციის მეშვეობით შესვლა მადრიდში, მე არ ავიღებ მადრიდს ერთი საათით ადრეც კი, ვიდრე აუცილებელი არ იქნება: ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ ახალი რეჟიმის დამყარება ძალმიძს”.
* * *
6. „თუკი თქვენ დანებება გაქვთ განზრახული, ისარგებლეთ თქვენთვის ჯერ კიდევ დარჩენილი წამებით”.
* * *
7. „თქვენ არაფრის არ უნდა გეშინოდეთ, თუკი სერიოზული არაფერი დაგიშავებიათ!”
* * *
8. „ბოროტმოქმედნი და მათი მსხვერპლნი ერთმანეთის გვერდიგვერდ ვერ იცხოვრებენ”.
* * *
9. „ჩვენი მართლმსაჯულება არ შეიძლება იყოს უფრო მეტად აწონილ-დაწონილი და კეთილშობილი, რადგანაც იგი ემსახურება სამშობლოს უმაღლეს ინტერესებს. და არავითარ შუამავლობას არ ძალუძს, გახადოს იგი უფრო კეთილი და გულმოწყალე”.
* * *
10. „XIII საუკუნის დამდეგიდან… ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა არც ერთი ამბოხი ანდა მცდელობა სამშობლოს ღალატისა, რომელიც არ დაგეგმილიყო მასონთა ლოჟის ჩრდილში”. – (ავტორი გენია.ჯი)