სოფია კოვალენსკაია – “ეპიზოდი”
გამოჩენილმა რუსმა მათემატიკოსმა და მექანიკოსმა,პირველმა “პროფესორმა ქალმა”,არა მარტო რუსეთში,არამედ მთელს ჩრდილოეთ ევროპაში და პირველმა “პროფესორმა-ქალმა მათემატიკაში” მთელს მსოფლიოში - სოფია კოვალენსკაიამ (1850-1891 წლები),რუსეთის იმპერიის განათლების სამინისტროს,მიმართა თხოვნით,რათა უფლება დაერთოთ პეტერბურგში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობის დაწყებისა. (ავტორი გენია.ჯი) მალევე მას თხოვნაზე განათლების სამინისტროდან ერთ-ერთი ჩინოვნიკის პასუხი მიუვიდა,რომელშიც ეწერა:
“ქალბატონო სოფია – ამ საქმით (მათემატიკის პედაგოგობა) ჩვენთან ყოველთვის მამაკაცები იყვნენ და არიან დაკავებული… ამიტომ ჩვენ,ამ საკითხში,არაფერში არ გვესაჭიროება,არანაირი ახალი სიახლეები,თქვენი სახით”.
სოფია კოვალენსკაია,რომელიც მეტად შეურაცყოფილი დარჩა ჩინოვნიკის ამგვარი პასუხით,თავად მეტად ორიგინალური წერილი გაუგზავნა მას:
“როდესაც პითაგორამ პირველად აღმოაჩინა და ამოხსნა მისი სრულიად ახალი თეორემა,ღმერთებს მსხვერპლად 100 ხარი შესწირა.მას შემდეგ პირუტყვებს ყოველთვის ეშინიათ,რაღაც სიახლისა,რათა თავადაც არ შეეწირონ ამ სიახლეებს…”