ნიკოლა ტესლა წინასწარმეტყველებდა…
“დღესდღეობით ცივილიზებული ქვეყნების უმეტესობა შემოსავლის მაქსიმუმს ხარჯავს ომზე და მინიმუმს განათლებაზე. XXI საუკუნე ამ დამოკიდებულებას შეცვლის.ომის ველზე დაღუპვაზე უფრო ღირსეული საქმე უცოდინარობასთან ბრძოლა გახდება.ახალი მეცნიერული რეალობის აღმოჩენა თავისი მნიშვნელობით დიპლომატების კინკლაობაზე წინ დადგება.ჩვენი დროის გაზეთებიც კი მეცნიერულ აღმოჩენებსა და ახალი ფილოსოფიური იდეების გაჩენას უკვე ახალ ამბებად აღიქვამენ. XXI საუკუნის გაზეთებში კრიმინალი და პოლიტიკური დაძაბულობა ბოლო გვერდებზე გადაინაცვლებს,პირველი გვერდის სათაურები კი ახალ მეცნიერულ ჰიპოთეზებს დაეთმობა”. (ავტორი გენია.ჯი)